ირაკლი ზარქუა - მე ვწუხვარ, არ გამიხარდა და არავის უხარია გვარამიას დაჭერა, თუმცა, 7 მილიონს რომ გაუფლანგავ კომპანიას თუ მოპარავ, ამაზე არის პასუხისგება

მე ვწუხვარ, არ გამიხარდა და არავის უხარია გვარამიას დაჭერა, თუმცა, 7 მილიონს რომ გაუფლანგავ კომპანიას თუ მოპარავ, ამაზე არის პასუხისგება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ის გამოეხმაურა ასევე საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებს და მათ ურჩია, რომ შეფასებების გაკეთებას ნუ იჩქარებენ და სხვა ინსტანციების და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს დაელოდონ.

„ვინც გულწრფელად არის შეშფოთებული და ინფორმაცია არ აქვს, მე ვურჩევდი, არ იჩქაროს, დაელოდოს ინსტანციებს, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, ამ თემის განხილვა იქნება საერთაშორისო სასამართლოში, მერე მოგვეცემა შესაძლებლობა შევაფასოთ, სწორი გადაწყვეტილება იქნა თურმე მიღებული საქართველოს სასამართლოს მიერ თუ არასწორი, პოლიტიკური ზეწოლა იყო თუ არ იყო. თუ ვინმეს აქვს განცდა, რომ არაჯანსაღი პროცესის მსხვერპლი გახდა, აგერ არის საერთაშორისო სასამართლო, კეთილი ინებოს და იქ დაამტკიცოს,"- განაცხადა ზარქუამ.

ის ასევე გამოეხმაურა ნონა მამულაშვილის განცხადებას ბოიკოტზე და აღნიშნა, რომ მათი პარლამენტიდან გასვლა ტრაგედია არ იქნება.

„არაერთხელ ყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პარლამენტის ბოიკოტი, ხან გავიდნენ, ხან შემოვიდნენ, მერე სიები ჩახსნეს, მერე სიების აღდგენას გვთხოვდნენ. არა უშავს, ახლაც თუ გავლენ, მერე ჩამოყალიბდებიან, საერთაშორისო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და დაბრუნდებიან, ასე რომ ამაში, მე პირადად ტრაგედიას ვერ ვხედავ. მათი ერთი ინიციატივა გამახსენეთ, რომელიც საზოგადოების საჭიროებებზე იყო მორგებული. მათი ინიციატივები ან ქაოსზე, ან სააკაშვილზე ან პიკეტირებებზე და ჩაშლაზე იყო აქცენტირებული“, - განაცხადა ზარქუამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს