გიგი წერეთელი - იმედია არ იქნება მსგავსი განმარტება, რომ პრემიერ-მინისტრის გადატვირთული გრაფიკის გამო გაუქმდა სტოლტენბერგთან შეხვედრა

იმედია არ იქნება მსგავსი განმარტება, რომ პრემიერ-მინისტრის გადატვირთული გრაფიკის გამო გაუქმდა შეხვედრა, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრის გაუქმებას.

როგორც გიგი წერეთელი განმარტავს, ასეთი მაღალი დონის შეხვედრის გაუქმება უმიზეზოდ არ ხდება.

„დარწმუნებულები ვართ, მოვისმენთ ხელისუფლების განმარტებას, მაგრამ როცა კითხვები ისმის, ეს იმიტომ ხომ არ მოხდა, რომ მათ არ სურთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა, ამ შემთხვევაში ნატო-ს გენერალურ მდივანს, უკვე მიუთითებს ვითარების იმ სირთულეზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ შექმნა თავისი გადადგმული ნაბიჯებით, პოზიციით.

ეს ეხება პოლიტიკურ დევნას, ოპონენტების დაპატიმრებას, მედიაზე ზეწოლას თუ რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულ ომზე პოზიციის დაკავებას. იმედია, არ იქნება მსგავსი განმარტება, რომ პრემიერ-მინისტრის გადატვირთული გრაფიკის გამო გაუქმდა შეხვედრა“, - აღნიშნავს გიგი წერეთელი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრა გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაცია ალიანსის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ალიანსი სხვა დეტალების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაციას არ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა