გიორგი ხოჯევანიშვილი და მიხეილ დაუშვილი ბრიუსელში სვენ მიქსერსა და მარინა კალიურანდს შეხვდნენ

პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდის წევრები გიორგი ხოჯევანიშვილი და მიხეილ დაუშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტარებს - სვენ მიქსერსა და მარინა კალიურანდს შეხვდნენ.

„ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე აღინიშნა, სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემები და მისი რეალური რეფორმის აუცილებლობა. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პოლარიზაციას და არსებულ გამოწვევებს, ხელისუფლების როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკას“,- ნათქვამია პარტია „საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრაზე პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობას, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის გარანტიისა და ხელისუფლების იძულების დამატებითი ბერკეტის საფუძველს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა