ელენე ხოშტარია - ნიკა გვარამიას დაჩქარებული წესით დაპატიმრება ემთხვევა სწორედ ევროკავშირში კითხვარის გაგზავნას და იქიდან პასუხის მიღებას, შეუძლებელია ამას არ ჰქონდეს გავლენა ამ პროცესზე

ნიკა გვარამიას დაჩქარებული წესით დაპატიმრება ემთხვევა სწორედ ევროკავშირში კითხვარის გაგზავნას და იქიდან პასუხის მიღებას, შეუძლებელია ამას არ ჰქონდეს გავლენა ამ პროცესზე, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ელენე ხოშტარიას თქმით, ევროკავშირის კითხვარში კონკრეტულად მედიასთან მიმართებაში გვისვამენ კითხვებს - არსებობს თუ არა ბრალდებები, შესაბამისად, ამ კუთხით ნიკა გვარამიას საქმე ქვეყნისთვის ძალიან ცუდი ზიანის მომტანი იქნება.

„მინდა გამოვეხმაურო ნიკა გვარამიას პოლიტიკური დევნის და მისი დაპატიმრების ფაქტს. კერძოდ, რა გავლენა აქვს და რა საფრთხეებს შეიცავს ეს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ნიკა გვარამიას დაჩქარებული წესით დაპატიმრება ემთხვევა სწორედ ევროკავშირში კითხვარის გაგზავნას და იქიდან პასუხის მიღებას, შეუძლებელია ამას არ ჰქონდეს გავლენა ამ პროცესზე. ევროკავშირის კითხვარში მოცემულია სასამართლოს დამოუკიდებლობის თემაზე 10 პუნქტი და მედიის დამოუკიდებლობის თემაზე 8 პუნქტი. ამ კითხვარში კონკრეტულად მედიასთან მიმართებაში გვისვამენ კითხვას, არსებობს თუ არა ბრალდებები, რა თქმა უნდა, ამ კუთხით ნიკა გვარამიას საქმე იქნება ძალიან ცუდი ზიანის მომტანი. ამავე თემაზე ჩვენ ვხვდებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, ეუთო-ს, „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიშებს, რომელშიც ეს საქმე მოყვანილია როგორც პოლიტიკურად მოტივირებული“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ის ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებას. ელენე ხოშტარიას განცხადებით, მსგავსი ფაქტი მყისიერი განმარტების გარეშე საგანგაშოა და ეჭვებს იწვევს.

,,მინდა გამოვეხმაურო სტოლტენბერგთან გაუქმებული შეხვედრის ფაქტს, არ მინდა ნაჩქარევი განცხადებები გავაკეთო, თუმცა იმის ფონზე, რომ სტოლტენბერგს სხვა შეხვედრები ჰქონდა, მსგავსი ფაქტი მყისიერი განმარტების გარეშე არის საგანგაშო, არასასიამოვნო და იწვევს ეჭვებს. ეს ყველაფერი უნდა განვიხილოთ საერთო კონტექსტში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებთან ამ ხელისუფლების მიმართ, ამიტომ დაველოდოთ, მაგრამ განგაშის საფუძველი ნამდვილად არსებობს“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო