ალუდა ღუდუშაური - მიუხედავად სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობისა, რომელიც არ იძლეოდა დატვირთული შეხვედრების საშუალებას, საქართველოსთან შეხვედრა და საქართველოს დღის წესრიგი ნატო-სთვის არის ძალიან ღირებული

მიუხედავად სტოლტენბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობისა, რომელიც არ იძლეოდა დატვირთული შეხვედრების საშუალებას, საქართველოსთან შეხვედრა და საქართველოს დღის წესრიგი ნატოსთვის არის ძალიან ღირებული, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა არის დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება დგამს ძალიან მკაფიო ნაბიჯებს, რათა უფრო მეტი თავსებადობა იყოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან.

„დღევანდელი შეხვედრა, რომელიც შედგება ღარიბაშვილსა და ნატოს გენმდივანს შორის არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა, რომელიც არ იძლეოდა დატვირთული შეხვედრების საშუალებას, საქართველოსთან შეხვედრა და საქართველოს დღის წესრიგი ნატოსთვის არის ძალიან ღირებული. შესაბამისად, ეს შეხვედრა, რომელიც ასეთ ფორმატში და ვითარებაში ხდება არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ დიახ, ჩვენი ხელისუფლება დგამს ძალიან მკაფიო ნაბიჯებს, რომ კიდევ უფრო მეტი თავსებადობა იყოს ჩვენი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

კრიტიკული მედიის თუ ოპოზიციური მედიის წარმომადგენლების სამარცხვინო მოქმედებები, რომელსაც ვხედავთ დღეს დილიდან, ძალიან სამარცხვინო აჟიოტაჟი იყო - მე მათ ადგილზე ძალიან შემრცხვებოდა და მათ ადგილზე ბოდიშს მოვუხდიდი საზოგადოებას და ქვეყანას, თუ მათ მორალთან რაიმე თავსებადობა აქვთ. მათი ეს სიხარული აღმოჩნდა ხანმოკლე, რომელიც იყო ტყუილზე და სიცრუეზე დაფუძნებული და დღეს დავინახეთ, რომ შეხვედრა, რომელიც მიუხედავად ნატოს გენმდივნის ჯანმრთელობის მდგომარეობისა შედგება - ეს არის დადასტურება იმისა, რომ როგორც ჩანს ოპოზიციურ ფლანგზე და ოპოზიციურ მედიაში გავრცელებული სიცრუის ტირაჟირება აზიანებდა აზიანებდა როგორც ნატოსთან ჩვენს ურთიერთობას, ასევე ქვეყნის იმიჯს და დღეს ეს შეხვედრა მკაფიო დადასტურებაა იმის, რომ ჩვენი ხელისუფლება დგამს ძალიან მკაფიო და შედეგიან ნაბიჯს", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება. ინფორმაცია ნატო-ს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

შეგახსენებთ, მანამდე, ალიანსის ვებ-გვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის დღევანდელი შეხვედრა გაუქმდა.

რამაზ საყვარელიძე - საქართველოს რუსეთისკენ მოძრაობის მოტივს ვერ ვხედავ, სამაგიეროდ ვხედავ რუსეთის მოტივს, დაარწმუნოს ყველა, რომ საქართველო მისი ისეთი კარგი მეგობარია, რომ მოსკოვი ფრენებსაც კი აღადგენს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2023
თეონა ლავრელაშვილი - ევროკავშირის ანგარიში თვითკმაყოფილებად არ უნდა ვაქციოთ, მთავარი „საშინაო დავალება“ არის ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მაქსიმალურად შესრულება
საქართველო და პოსტ-საბჭოთა პერიოდის დასასრული
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა
კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე - მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე