მსოფლიოს ლიდერები ფინეთისა და შვედეთის მიერ ნატო-ში გაწევრიანების განაცხადის შეტანას ეხმიანებიან

იტალიის პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაგის განცხადებით, რომი მტკიცედ უჭერს მხარს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადებს და მზად არის, დააჩქაროს ნებისმიერი შიდა პროცედურა, რათა ორმა ქვეყანამ შეძლოს რაც შეიძლება მალე შეუერთდეს ალიანსს.

„ნატოში გაწევრიანების განაცხადი არის მკაფიო პასუხი უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე და იმ საფრთხეზე, რომელსაც ის უქმნის ევროპაში მშვიდობას, ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას,“- აღნიშნა დრაგიმ.

ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადებს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტეც გამოეხმაურა აღნიშნა, რომ ნატო „უფრო ძლიერი" იქნება სკანდინავიური ქვეყნებთან ერთად.

„მივესალმებით ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადებს. უსაფრთხოების ლანდშაფტი ევროპაში ძირეულად შეიცვალა და ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება საუკეთესო გზაა მათთვის უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ჩვენი ალიანსი მათთან ერთად უფრო ძლიერი იქნება,“- აღნიშნა რუტემ.

პორტუგალიის პრემიერ- მინისტრის ანტონიო კოსტას განცხადებით კი, ფინეთის და შვედეთის განაცხადები „ოპტიმიზმითა და ნდობით" მიიღეს.

„მივესალმებით, ოპტიმიზმითა და ნდობით ფინეთისა და შვედეთის განაცხადებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს არის მთავარი ნაბიჯი ევროპული ბლოკის გასაძლიერებლად, ალიანსის პასუხის ერთიანობის გასაუმჯობესებლად და ჩვენი საგარეო საზღვრების გასაძლიერებლად. მათ შეუძლიათ პორტუგალიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ“, - განაცხადა ანტონიო კოსტამ.

გერმანიის იუსტიციის მინისტრის, მარკო ბუშმანის თქმით, გერმანიის მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა ფინეთისა და შვედეთის მოთხოვნას ნატოში გაწევრიანების შესახებ და რომ ისინი გაწევრიანების სწრაფ პროცესს ემხრობიან.

ფინეთს და შვედეთს გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებას ულოცავს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასიც.

„ვულოცავთ ფინეთს და შვედეთს მათ მიერ გაწევრიანებაზე განაცხადის მიღების გადაწყვეტილებას. ისინი გააძლიერებენ ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიული ომის შემდეგ. გაერთიანებული სამეფო იმუშავებს მათ სწრაფად ინტეგრირებაზე,“ - წერს ტრასი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი ოფიციალურად დღეს წარადგინეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს