პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მოქალაქეთა კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით თაღლითურად დაუფლების ათ ეპიზოდში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დ.ს. სხვადასხვა ხერხით მოტყუების გზით, მათ შორის, პენიტენციური დაწესებულებიდან პატიმრის გათავისუფლების ცრუ დაპირებით, ასევე, თითქოსდა აუქციონის წესით უძრავი ქონების შეძენაში დახმარებისა და მძიმე სენით მკურნალობისთვის საჭირო თანხების მისაღებად, თაღლითურად დაეუფლა დაზარალებულების კუთვნილ 83 890 ლარსა და 8 750 აშშ დოლარს.

„სამართალდამცველებმა დ.ს. 2022 წლის 13 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, (ხუთი ეპიზოდი)), 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით (ოთხი ეპიზოდი)) და 19,180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობის მცდელობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დ.ს. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა