„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ნატო-ს განახლებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იენს სტოლტენბერგისა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის გაუქმების შემდეგ განახლება პირდაპირი გაფრთხილებაა.
ვაშაძის თქმით, თუ საქართველო დაჩქარებული წესით არ განახორციელებს დემოკრატიულ რეფორმებს და ქვეყანაში არ შეწყდება ანტი-დასავლური პროპაგანდა, „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ნამდვილად მოხდება ნატო-ს და საქართველოს ურთიერთობების „დაქენსელება".
„ნატოს გენერალური მდივნის იენ სტოლტენბერგისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის გაუქმების შემდეგ განახლება პირდაპირი გაფრთხილებაა, რომ თუ ქვეყანაში არ შეწყდება ანტი-დასავლური პროპაგანდა და საქართველო არ გახდება რეალური პარტნიორი ნატოს და ევროკავშირის და დაჩქარებული წესით არ განახორციელებს დემოკრატიულ რეფორმებს, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ნამდვილად მოხდება ნატოს და საქართველოს ურთიერთობების "დაქენსელება".
„ქართული ოცნება" ჩამოყალიბდა ანტი-ეროვნულ და ანტი-დასავლურ პოლიტიკურ ძალად, რომელიც სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს. შესაბამისად, ჩვენ ყველამ ერთად მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოვაშოროთ ქვეყანას ანტი-ეროვნული ხელისუფლება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.