ესტონეთის ელჩი - ვფიქრობ, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანება არ მოხდება 1-2 წელში - შესაძლოა, უკრაინამ უფრო მეტი მიიღოს, ვიდრე საქართველომ და მოლდოვამ

ვფიქრობ, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანება არ მოხდება 1-2 წელში, -ამის შესახებ ესტონეთის ელჩმა საქართველოში რიინა კალიურანდმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხდა.

მისივე შეფასებით, ევროკავშირში გაწევრიანება ხანგრძლივი პროცესია.

„ჩვენ ეს ვიცით, რადგან იგივე გზა გავიარეთ. თუმცა მაშინ განსხვავებული ვითარება იყო და საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობდა. ესტონეთის შემთხვევაში, ევროკავშირში გაწევრიანებას 10 წელზე მეტი დასჭირდა. მე არ ვფიქრობ, რომ ამ სამი ქვეყნისთვის ევროკავშირში სრულად გაწევრიანება ძალიან სწრაფად მოხდება. თუმცა ნათელია, რომ წევრობაზე განაცხადის გაკეთება არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი. ვფიქრობ, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანება არ მოხდება 1-2 წელში. მიმაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში უფრო ინტენსიური გახდება. ვერ გეტყვით, ეს იქნება თუ არა ერთიანი გადაწყვეტილება სამივე ქვეყნისთვის. ახლა უკრაინა განსაკუთრებულ სიტუაციაში იმყოფება. ისინი ევროკავშირის ღირებულებების ფრონტის ხაზზე იმყოფებიან და იმისთვის იბრძვიან, რაც ღირებულია ევროპული გაერთიანებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ შესაძლოა, უკრაინამ უფრო მეტი მიიღოს, ვიდრე საქართველომ და მოლდოვამ. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტი. ამ გადაწყვეტილებას იღებენ ევროკომისია და ევროსაბჭო. ესტონეთის მთავრობა მხარს უჭერს პოზიტიურ გადაწყვეტილებებს სამივე ქვეყნის შემთხვევაში“, - განაცხადა ესტონეთის ელჩმა საქართველოში რიინა კალიურანდმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო