ესტონეთის ელჩი - როდესაც ვხედავთ, რომ ბოლო დროს განვითარებული სასამართლო პროცესები დაკავშირებულია ოპოზიციური პარტიების წევრებთან, ეს შეკითხვებს აჩენს

როდესაც ვხედავთ, რომ ბოლო დროს განვითარებული სასამართლო პროცესები დაკავშირებულია ოპოზიციური პარტიების წევრებთან, ეს შეკითხვებს აჩენს,- ამის შესახებ ესტონეთის ელჩმა საქართველოში რიინა კალიურანდმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას ნიკა გვარამიას დაპატიმრებასა და საქართველოს ხელისუფლების და ოპოზიციური პარტიების ერთმანეთთან დაპირისპირებაზე.

ესტონეთის ელჩი ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას სამწუხაროს უწოდებს.

„სამწუხაროა, სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს. მე არ ვფიქრობ, რომ ერთი რომელიმე სამართლებრივი შემთხვევა გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, თუმცა ის, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს არის სასამართლოს რეფორმა და მისი დამოუკიდებლობა. როდესაც ვხედავთ, რომ ბოლო დროს განვითარებული სასამართლო პროცესები დაკავშირებულია ოპოზიციური პარტიების წევრებთან, ეს შეკითხვებს აჩენს. საქართველოს სახალხო დამცველმა გამოხატა შეშფოთება ამ ფაქტის მიმართ და ჩვენც ამ მოვლენებს სერიოზულად ვეკიდებით. თუ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება ძალიან სამწუხარო იქნება“,- განაცხადა ესტონეთის ელჩმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო