„საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდის წევრები ევროპარლამენტარებს შეხვდნენ

პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდის წევრები - გიორგი ხოჯევანიშვილი, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური ბრიუსელში ევროპარლამენტარებს - ვიოლა ფონ კრამონს და მარკეტა გრეგოროვას შეხვდნენ.

პარტიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ძირითადად საუბარი შეეხო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისთვის საქართველოს მიერ დემოკრატიული რეფორმების გამხორციელების აუცილებლობას.

„ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობას, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის გარანტი.

დეპუტატებმა ევროპარლამენტარებს პარტიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და სამომავლო გეგმები გააცნეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა