ვინც დღეს ჟრიამულით და ნიშნის მოგებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრის გადადებას - კარგად დაიმახსოვრეთ, ეს ის ხალხია, რომელსაც საკუთარი გაფუჭებული ურჩევნია სხვის გაკეთებულს , - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის ვიცი-სპიკერი არჩილ თალაკვაძე პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრას.
როგორც თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრა შედგა - იენს სტოლტენბერგმა ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ სახლში მიიღო.
,,ვინც დღეს ჟრიამულით და ნიშნის მოგებით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრის გადადებას - კარგად დაიმახსოვრეთ, ეს ის ხალხია, რომელსაც საკუთარი გაფუჭებული ურჩევნია სხვის გაკეთებულს, შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში ომი ურჩევნიათ მშვიდობასაც. სხვა შემთხვევაში, რატომ უნდა გაგიხარდეს შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თუ ნატოს გენერალურ მდივანს ვერ შეხვდება?!
შეხვედრა შედგა - იენს სტოლტენბერგმა ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ სახლში მიიღო. საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია და ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის, ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ალიანსის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებსა და მისიებში”, - წერს არჩილ თალაკვაძე Facebook-ზე.