ნათია მეზვრიშვილი - სანამ ყურადღება სხვა საკითხებზეა გადატანილი, „ოცნება“ მუნიციპალიტეტებში არჩევნების შედეგებს იპარავს

სანამ ყურადღება სხვა საკითხებზეა გადატანილი, „ოცნება“ მუნიციპალიტეტებში არჩევნების შედეგებს იპარავს - „ოცნება“ ამას აკეთებს იმ დროს, როცა ევროკავშირის წევრობაზე ქვეყანას განაცხადი აქვს გაკეთებული. დასკვნა თქვენთვის მომინდვია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საკრებულოს სხდომების ბოიკოტს ახორციელებს, განსაკუთრებით მწვავე ვითარება სენაკის მუნიციპალიტეტშია.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ხელისუფლება ხელოვნურად ცდილობდა ბარიერი შეექმნა პარტია „საქართველოსთვის“ წევრის უფლებამოსილების ცნობისთვის.

როგორც ნათია მეზვრიშვილი წერს, მმართველი პოლიტიკური ძალა, არჩევნების შედეგების გადაწერით, ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას, ასევე ასუსტებს თვითმმართველობას.

„სანამ ყურადღება სხვა საკითხებზეა გადატანილი, „ოცნება“ მუნიციპალიტეტებში არჩევნების შედეგებს იპარავს, კანონის უზენაესობასთან სრულიად შეუთავსებელი მეთოდებით. ანუ, სადაც მათ მიერვე დარღვევებით ჩატარებული არჩევნების მიუხედავად, წააგეს, იქ იპარავენ.

„ოცნების“ მიზანია შეიცვალოს არჩევნების შედეგები ოცნების სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, რომ რიგ მუნიციპალიტეტებში არჩევნების შედეგად ოცნებამ დაკარგა უმრავლესობა.

პროცესები დაიწყო ჯერ კიდევ არჩევნების მეორე ტურამდე პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებით, რომ ოპოზიციის გამარჯვების მიუხედავად, მუნიციპალიტეტები მუშაობას ვერ შეძლებდნენ, ვინაიდან გადაწყვეტილებები მიიღება ცენტრალური ხელისუფლების მიერ (რაც ცალსახად ეწინააღმდეგება დეცენტრალიზაციის პრინციპებს). განცხადებას მოჰყვა 2022 წლის მუნიციპალური ბიუჯეტის დამტკიცება საკრებულოს ძველი შემადგენლობების მიერ, რასაც ხელი შეუწყო ცესკომ საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევის თარიღის გაჭიანურებით.

პრემიერის განცხადება გაგრძელდა პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და „ოცნების“ სხვა წევრების ღია განცხადებებით, რომლის თანახმად, „ოცნების“ მიზანი იყო ოპოზიციურ მუნიციპალიტეტებში უმრავლესობის შექმნა, ნებისმიერ ფასად. აღნიშნულს მოჰყვა ცალკეულ მუნიციპალიტეტებში (ბათუმში, წალენჯიხაში, ზუგდიდში, მარტვილში, ჩხოროწყუში) ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მოსყიდვა, გადაბირება, უკანონო დაკავება-პატიმრობა, მათზე თავდასხმა. დღემდე პატიმრობაშია წალენჯიხის საკრებულოს დეპუტატი გელა აბულაძე (რომელიც დღეს პატიმრობაში დატოვეს) და გამოუძიებელია ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატ მალხაზ თორიასა და მის არასრულწლოვან შვილზე თავდასხმა.

პარალელურად „ოცნება“ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ახორციელებდა საკრებულოს სხდომების ბოიკოტს, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში დღემდე გრძელდება ბოიკოტი, რასაც თავად ოცნება „პროცედურულ ომს“ უწოდებს. განსაკუთრებით მწვავე ვითარებაა სენაკის მუნიციპალიტეტში, სადაც „ოცნებამ“ 9 სხდომა გააცდინა, რათა ხელოვნურად შეექმნა ბარიერი პარტია „საქართველოსთვის“ წევრის უფლებამოსილების ცნობისთვის. საკანონმდებლო ბერკეტების გამოყენებით მოვახერხეთ კრიზისის დაძლევა და საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩეულ იქნა პარტია საქართველოსთვის წარმომადგენელი. აღნიშნული გადაწყვეტილება „ოცნებამ“ გაასაჩივრა სასამართლოში (რომლის დამოუკიდებლობის საკითხი კარგად მოგეხსენებათ) და ამჯერად „ოცნება“ სასამართლო სხდომებს უცხადებს ბოიკოტს.

სენაკში „ოცნების“ მიერ შექმნილი კრიზისის გადაჭრამდე, ბუნებრივია, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ბათუმში „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის საკითხი. ნაცვლად იმისა, სენაკში კრიზისი დაესრულებინა, „ოცნებამ" დააინიცირა კანონპროექტი, რომელსაც დაჩქარებული წესით იხილავს და რომლის თანახმად, ბათუმში შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის უფლებამოსილების ცნობა ცესკოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდება. ეს ფუნქცია ჩამოერთმევა საკრებულოს. პარალელურად, „ოცნებას“ შესაძლებლობა ექნება სენაკში გააგრძელოს კრიზისი.

არჩევნების შედეგების გადაწერით, „ოცნების“ ქმედებები ძირს უთხრის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას, ასუსტებს თვითმმართველობას. აღსანიშნავია, რომ ოცნება ამას აკეთებს იმ დროს, როცა ევროკავშირის წევრობაზე ქვეყანას განაცხადი აქვს გაკეთებული. დასკვნა თქვენთვის მომინდვია.

აქვე უნდა ითქვას, რომ მიუხედავად „ოცნების“ მხრიდან უპრეცედენტო სისტემუტი ზეწოლისა და კანონდარღვევისა, პარტიამ „საქართველოსთვის“ შევძელით, არჩევნების შედეგად მოპოვებული გადამწყვეტი ხმები არაერთ მუნიციპალიტეტში ოცნების ერთპარტიული მმართველობის დასრულებისთვის გამოგვეყენებინა. სწორედ ამას ვერ ეგუება ხელისუფლება“, - წერს ნათია მეზვრიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო