ილია დარჩიაშვილი - საქართველომ ნატოს გენერალური მდივნისგან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის შეფასებით, ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კონტექსტში, რა დროსაც კიდევ ერთხელ აღინიშნა ნატოს მხარდაჭერა საქართველოს, მათ შორის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

“საქართველომ ნატოს გენერალური მდივნისგან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა მიიღო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის მიმართულებით. საქართველოსა და ნატოელ პარტნიორებს აქვთ ძალიან აქტიური ორმხრივი თანამშრომლობა ”, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, საქართველო აქტიურად მუშაობს ნატოელ პარტნიორებთან რათა მადრიდის ნატოს სამიტი საქართველოსთვის ხელშესახები შედეგებით დასრულდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო