ანა ნაცვლიშვილი ნიკა გვარამიას დაკავებაზე - ეს არის საქმე, სადაც სამართლებრივი მდგენელი ფაქტობრივად არ არსებობს, მას არ ედავებიან იმას, რასაც ჩვენი კანონმდებლობა დანაშაულად აღიქვამს

ნიკა გვარამიას საქმე არის საქმე, სადაც სამართლებრივი მდგენელი ფაქტობრივად არ არსებობს, მას არ ედავებიან იმას, რასაც ჩვენი კანონმდებლობა დანაშაულად აღიქვამს, -ასე შეაფასა პარტია "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებს ხელისუფლება სასამართლო სისტემას პოლიტიკურად.

"ეს არის თეთრი ძაფით შეკერილი, შეთითხნილი საქმე, რომელმაც სულ სხვა მასშტაბით გააშიშვლა მართლმსაჯულება. შეიძლება თქვენს წინააღმდეგ დავა სულ სხვა მუხლით დაიწყონ, მერე ეს ვერ დამტკიცდეს, მაგრამ იმიტომ, რომ ადამიანი გარეთ არ გამოუშვან, მოსამართლემ მოიგონოს და შეთითხნოს უკანონო და დაუსაბუთებელი ბრალდება. ეს ამ ქვეყანაში ძალიან საშიში პრეცედენტია იმიტომ, რომ ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის კორპორაციული სამყაროდან ხვალ შეიძლება მოედავონ კერძო სექტორში მიღებული გადაწყვეტილებებისთვის და ამის გამო ციხეში ჩასვან",-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან მიმართებით ოპოზიციის სამოქმედო გეგმას, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ეს საქმე არის ძალიან დიდი და პრობლემური საკითხი, რომელიც სისტემურად უნდა გადაიჭრას.

"სისტემური ბრძოლა არის საჭირო, ამ სისტემურ ბრძოლაში ბევრი ფლანგის და ბევრი მეთოდის გამოყენება არის მნიშვნელოვანი. მჯერა, როგორც მეთოდურად, სისტემურად, ნაბიჯ-ნაბიჯ "ქართულმა ოცნებამ" შეიყვანა ამ ქვეყანაში დემოკრატია და კანონის უზენაესობა ჩიხში, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ არის ის გამოსაყვანი ამ ჩიხიდან",-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა