ელენე ხოშტარია - საქართველოს მთავარი პრობლემა არის ოლიგარქი რუსული კავშირებით, შესაბამისად, მთავარი გამოსავალია ამ ოლიგარქის სანქცირება

ჩვენ მათ უნდა ვუთხრათ, რომ საქართველოში ხალხი არის უკიდურესად პროდასავლური, საქართველოში ხალხი არის უკრაინის სოლიდარული, საქართველოში არსებობს პროდასავლური ოპოზიცია და საქართველოს მთავარი პრობლემა არის ოლიგარქი რუსული კავშირებით. შესაბამისად, მთავარი გამოსავალი არის ამ კონკრეტული ოლიგარქის სანქცირება",- ამის შესახებ პარტია "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველთან პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლესთან შეხვედრამდე განაცხადა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, შეხვედრაზე ასევე საუბარი იქნება უსაფრთხოების გამოწვევებზე და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე.

"ბუნებრივია, ჩვენ ვისაუბრებთ იმ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რასაც რუსეთის აგრესია გულისხმობს, ასევე ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივებზე. ცხადია, ვისაუბრებთ დემოკრატიის იმ უდიდეს გამოწვევებზე, რომელიც დღეს საქართველოშია - პოლიტიკურ დევნაზე, სასამართლოზე, მედიის თავისუფლების საფრთხეზე ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ. ყველა ის ფუნდამენტის ნგრევაზე, რაც საქართველოში დემოკრატიის თვალსაზრისით ხდება. რეფორმებზე ლაპარაკი ზედმეტია. არათუ რეფორმები, არამედ არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგრესი, რაც დღევანდელ სამყაროში არის გადაჯაჭვული უსაფრთხოების პრობლემებთან. ჩვენ მათ უნდა ვუთხრათ, რომ საქართველოში ხალხი არის უკიდურესად პროდასავლური, საქართველოში ხალხი არის უკრაინის სოლიდარული, საქართველოში არსებობს პროდასავლური ოპოზიცია და საქართველოს მთავარი პრობლემა არის ოლიგარქი რუსული კავშირებით. შესაბამისად, მთავარი გამოსავალი არის ამ კონკრეტული ოლიგარქის სანქცირება",- განაცხადა ხოშტარიამ.

დერეკ შოლე საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს მართავს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო