იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა, რათა ომის დასასრულებლად სერიოზული მოლაპარაკებები დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი „ ავრცელებს.
„ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს“,- განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა რომში, პარლამენტის ზედა პალატაში უკრაინის მხარდაჭერაში იტალიის როლის შესახებ დებატების გახსნისას.
მარიო დრაგის თქმით, მნიშვნელოვანია რუსეთზე წნეხის შენარჩუნება ეკონომიკური სანქციების გზით.
„მოსკოვი მოლაპარაკებათა მაგიდასთან უნდა მოვიყვანოთ“,- განაცხადა მარიო დრაგიმ.