ხათუნა სამნიძე - ჩვენი განაცხადის ფონზე „ქართული ოცნების" მხრიდან ანტიდასავლური განცხადებები და თავდასხმები კონკრეტულ პარტნიორებზე, არის პრობლემა და გამოწვევა ამ ქვეყნისთვის

ჩვენი განაცხადის ფონზე „ქართული ოცნების" მხრიდან ანტიდასავლური განცხადებები და თავდასხმები კონკრეტულ პარტნიორებზე, უკვე სახელ-გვარების დასახელებით, არის პრობლემა, გამოწვევა ამ ქვეყნისთვის და გვჭირდება ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა, რადგან „ქართული ოცნების" განცხადებები არ გამოხატავს ჩვენი მოსახლეობის პოზიციას, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველთან პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლესთან შეხვედრამდე განუცხადა.

როგორც სამნიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხება მართლმსაჯულების პრობლემებსაც.

„ამ შეხვედრაზე ოპოზიციის მხრიდან, პირადად ჩემი მხრიდან გაჟღერდება ის გამოწვევები და პრობლემები, რომელიც დგას ქვეყნის წინაშე. დღეს ყველაზე მწვავედ დგას მედიის საკითხი. ნიკა გვარამიას დაკავება იყო მედიაზე დარტყმა და ასევე იყო დარტყმა ჩვენს დასავლურ არჩევანზე. ასევე საუბარი იქნება რეფორმებზე, რომელზეც უარს ამბობს „ქართული ოცნება" უკვე დიდი ხანია. 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც დაარღვია, თუმცა, ამ პირობების შესრულების პირობა დადო და არაფერს აკეთებს ამ მიმართულებით.

რა თქმა უნდა, ჩვენი განაცხადის ფონზე "ქართული ოცნების" მხრიდან ანტიდასავლური განცხადებები და თავდასხმები კონკრეტულ პარტნიორებზე უკვე სახელ-გვარების დასახელებით, არის პრობლემა და გამოწვევა ამ ქვეყნისთვის და გვჭირდება ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა, რადგან "ქართული ოცნების" განცხადებები არ გამოხატავს ჩვენი მოსახლეობის პოზიციას",- განაცხადა სამნიძემ.

ცნობისთვის, დერეკ შოლე საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან.

გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო მდივნის მრჩეველი შეხვედრებისას განიხილავს ორმხრივი თანამშრომლობის გზებს საქართველოს დასახმარებლად, შექმნას ძლიერი, უსაფრთხო და წარმატებული დემოკრატია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა