ანა ნაცვლიშვილი - სუვერენულ სახელმწიფოში და თავმოყვარე სახელმწიფოში ღიად რუსული მე-5 კოლონა არ იარსებებდა

სუვერენულ სახელმწიფოში და თავმოყვარე სახელმწიფოში ღიად, რუსული მე-5 კოლონა „ალტ-ინფოს“ და სხვების სახით არ იარსებებდა და გაიგონ, რომ სუვერენულ სახელმწიფოს ღირსეული ხელისუფალი სჭირდება და არა ისეთი როგორიც დღეს ჰყავს, - ამის შესახებ პარტია „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველთან პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლესთან შეხვედრამდე განაცხადა.

მან მმართველ გუნდს მოუწოდა, თავი დაანებონ იმ პოლიტიკის მიზანმიმართულად გატარებას, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას დააკარგვინებს.

„მე მინდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ვუთხრა, რომ დიახ, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და იქნებ როგორმე გააცნობიერონ, რომ სუვერენული სახელმწიფოს ხელისუფლები არიან და თავი დაანებონ იმ პოლიტიკის მიზანმიმართულად გატარებას, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას დააკარგვინებს. მე ვგულისხმობ რუსული გავლენების გაძლიერებას.

რაც შეეხება უშუალოდ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ელჩზე და არასამთავრობო სექტორზე თავდასხმას - თეა წულუკიანს შევახსენებდი, რომ თავად როცა ოპოზიციაში ბრძანდებოდა, მაშინ უსამართლობების წინააღმდეგ მისი დამცველიც და ქომაგიც არასამთავრობო სექტორი და დიპლომატიური კორპუსი იყო და მაშინ არ ფიქრობდა, რომ მათ გადატრიალება უნდოდათ და ახლა როდესაც ოპოზიციაში აღარ არის დასავლური პოზიციები აღარ მოსწონს? - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს