ანრი ოხანაშვილი - კონკრეტულ საქმეზე ვინმემ პასუხი მოითხოვოს ჩემგან, ეს არის შეურაცხყოფა, კითხვის დასმის უფლება როგორ შეიძლება ჰქონდეს კონკრეტულ სამართლებრივ საქმეზე პოლიტიკოსთან?

კონკრეტულ საქმეზე ვინმემ პასუხი მოითხოვოს ჩემგან, ეს არის შეურაცხყოფა, კითხვის დასმის უფლება როგორ შეიძლება ჰქონდეს კონკრეტულ სამართლებრივ საქმეზე პოლიტიკოსთან? - ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტების კითხვას, რა პასუხი ექნება "ქართულ ოცნებას" აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლესთან შეხვედრისას ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით.

ოხანაშვილის თქმით, ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პარტნიორებს, მეგობრებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ანგარიში უნდა ჩააბარონ ისეთ საკითხებზე, რომელზეც არ შეიძლება ჰქონდეს ინფორმაცია.

„მე არ ვთვლი და ვერავინ მომთხოვს პასუხს იმაზე, რომ ვინმეს წინაშე ანგარიშვალდებული ვარ, კონკრეტულ საქმეზე ჯერ ვინმემ პასუხი მოითხოვოს ჩემგან, ეს არის შეურაცხყოფა, კითხვის დასმის უფლება როგორ შეიძლება ჰქონდეს კონკრეტულ სამართლებრივ საქმეზე პოლიტიკოსთან, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს საქმესთან, რომელიც არის სამართლებრივი? ამიტომ მეტი სიფრთხილე გვმართებს შეფასებებში, ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ ჩვენი ხალხის წინაშე და ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ანგარიში უნდა ვაბარო ისეთ საკითხებზე, რომელშიც არ შეიძლება მქონდეს ინფორმაცია და ვერ მექნება. ეს ხდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" დროს, როცა პოლიტიკოსებმა იცოდნენ კონკრეტულ საქმეებში რა როგორ ხდებოდა, ეს წარსულს ჩაბარდა. ვინმემ კითხვა რომ დასვას, ავუხსნი, რომ არ შეიძლება ამაზე პასუხის მოთხოვნა იმ პირისგან, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს ამაზე პასუხი,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკურად უპასუხებენ, თუმცა, საერთაშორისო პარტნიორები მათ "პოლიტიკურად ასე არ ესაუბრებიან და ურთიერთობის ეს კულტურა არ აქვთ." მისივე შეფასებით, ცინიზმია, როცა "ნაციონალური მოძრაობა" მიუთითებს მათ დასავლურ სტანდარტებზე.

„ნაციონალური მოძრაობა" რომ ვინმეს რამეს ეტყვის დასავლურ სტანდარტებსა და ღირებულებებზე, რას გვახსენებენ, მედიის თავისუფლება როგორ ჰქონდათ დაცული თუ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, თუ ციხეში როგორ იცავდნენ პატიმრების უფლებებს? ეს იყო დასავლური სტანდარტი და ეს ხალხი გვახსენებს როგორია დასავლური სტანდარტი?! ცინიზმსაც საზღვარი ხომ აქვს? ის ღირებულებები, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებშია შექმნილი, პროგრესულია, არის საკითხები რასაც მეტი მუშაობა სჭირდება,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა