ნიკა მელია - ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს ვითარება ძალიან მალე შეიცვლება სააკაშვილის, როგორც უსამართლოდ ტყვეობაში მყოფი ადამიანის სასარგებლოდ

ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს ვითარება ძალიან მალე შეიცვლება მიხეილ სააკაშვილის, როგორც უსამართლოდ ტყვეობაში მყოფი ადამიანის სასარგებლოდ. იგი გადაყვანილი იქნება შესაბამის ევროპულ სახელმწიფოში შესაბამის სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველთან პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მელია განმარტავს, მიხეილ სააკაშვილი იბრძვის სიცოცხლისთვის და ებრძვის სიკვდილს.

„ნიკა გვარამიასთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც სრულყოფილად იყო საუბარი. პოლიტიკური პატიმრობა, რომ სენსაციად აღარ აღიქმება ქვეყანაში, ეს არის უფრო შემაშფოთებელი ჩვენი პარტნიორებისთვისაც. ამ ვითარებას ამძიმებს გარემოება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. იგი იბრძვის სიცოცხლისთვის და ებრძვის სიკვდილს. აქაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი პარტნიორი სახელმწიფოს წარმომადგენლების როლი.

აქაც, როგორც არასდროს ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს ვითარება ძალიან მალე შეიცვლება მიხეილ სააკაშვილის, როგორც უსამართლოდ ტყვეობაში მყოფი ადამიანის სასარგებლოდ. იგი გადაყვანილი იქნება შესაბამის ევროპულ სახელმწიფოში შესაბამის სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში“,- აღნიშნავს მელია.

რაც შეეხება, „მთავარი არხის“ დირექტორს, ნიკა გვარამიას, როგორც მელია აღნიშნავს, იმედოვნებს, რომ „ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ძალიან სწრაფად იქნება მიღებული ზომები და მალე დაბრუნდება“.

„ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანიც კი არ ისმის. თუ ვინმე არის კლასიკური, ყველა გაგებით პოლიტიკური პატიმარი, მედია წარმომადგენელი, ეს პირველი შემთხვევა იყო.

კიდევ უფრო შორს წავიდა „ქართული ოცნება“, ერთ-ერთი წამყვანი კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალების ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, უსაფუძვლოდ დააკავეს. ვფიქრობ, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ძალიან სწრაფად იქნება მიღებული ზომები და მალე დაგიბრუნდებათ“,- აღნიშნავს მელია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა