ნათია მეზვრიშვილი - ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ვთხოვეთ, რომ არ დატოვონ ქართველი ხალხი მარტო, დაუდგნენ მათ გვერდით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად სხვა პოლიტიკას აწარმოებს

ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ვთხოვეთ, რომ არ დატოვონ ქართველი ხალხი მარტო, დაუდგნენ მათ გვერდით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად სხვა პოლიტიკას აწარმოებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველთან პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპული არჩევანი არის საქართველოს მოქალაქეების არჩევანი.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, სტრატეგიული პარტნიორები არიან შეწუხებულები საქართველოში არსებული მდგომარეობით.

„ჩვენი მთავარი სათქმელი, რაც იყო გახლავთ ის, რომ დღეს არის ძალიან დიდი უფსკრული საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს შორის. საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხი მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და ამ პროცესში პარალელურად მთავრობა და ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რომელიც ყოველდღიურად, პრაქტიკულად, დემოკრატიას უთხრის ძირს. ეს ნაბიჯები აბსოლუტურად შეუთავსებელია დასავლურ ღირებულებებთან. ჩვენ ვხედავთ არაერთ განცხადებას, მათ შორის დღესაც. როდესაც შეხვედრა მიმდინარეობდა, პარალელურ რეჟიმში დასავლეთს როგორ ესხმის თავს „ოცნება“. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ვთხოვეთ, რომ არ დატოვონ ქართველი ხალხი მარტო, დაუდგნენ მათ გვერდით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად სხვა პოლიტიკას აწარმოებს.

მოგეხსენებათ, რომ გიორგი გახარია იმყოფება ბრიუსელში და იქაც ჩვენი მთავარი სათქმელია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან საშიშ ნაბიჯებს დგამს და პრაქტიკულად შიშველი ხელებით გვტოვებს რუსეთთან, მათი თითოეული ნაბიჯი, რასაც ისინი დგამენ შედის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესში, საქართველოს მოქალაქეები არ დატოვონ მარტო, იმიტომ, რომ ევროპული არჩევანი არის საქართველოს მოქალაქეების არჩევანი“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, სტრატეგიული პარტნიორები არიან შეწუხებულები საქართველოში არსებული მდგომარეობით.

„სანქცირების საკითხი ჩვენ არ დაგვიყენებია, მაგრამ საუბარი შეეხო იმას, რომ ჩვენ გვაქვს რეალურად ერთი პარტიის მმართველობა, ერთი კაცის მმართველობა, რომელსაც მთელი პარტია ჰყავს დაქვემდებარებული და აბსოლუტურად ყველაფერი პარტიული ინტერესებით, პარტიული ინსტრუქციებით და მისი ინსტრუქციებით იმართება. რა თქმა უნდა, მე ამაზე ყურადღება გავამახვილე. სანქციებზე საუბარი იყო, დააყენეს საკითხი კოლეგებმა. იქიდან კონკრეტული პასუხი ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. ზოგადად, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან შეწუხებულები საქართველოში არსებული მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების პოზიციით და იმ ნაბიჯებით, რასაც საქართველოს ხელისუფლება დგამს. ნდობა არის ძალიან დასუსტებული. მაქსიმუმი უნდა გააკეთოს ახლა ხელისუფლებამ. ჩვენ, ოპოზიცია ხელისუფლების გასაკეთებელ საქმეს ვაკეთებთ, რომ რაღაცნაირად ამერიკელები, ევროპელები დავარწმუნოთ, რომ საქართველო არ მიატოვონ და გვერდით დაუდგნენ, იმიტომ, რომ ცუდი ხელისუფლება გვყავს, რომლებიც ევროპულ არჩევანს გვაშორებენ“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს