ნიკა მელია - ამზადებენ საფუძველს, რაც ძალიან უნდა „ქართულ ოცნებას“, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მოგვცენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის წევრის სტატუსი არ მიანიჭოს.

მისი თქმით, მმართველი გუნდის წევრების დასავლეთის მიმართ გამოთქმული კრიტიკა და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება სწორედ ამაზე მიანიშნებს.

„საზოგადოებამ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ აქტიურობის თვალსაზრისით იმისათვის, რომ რომ მსოფლიომ, ევროპის 27-ვე სახელმწიფოს შესაბამისმა წარმომადგენელმა ჩვენი ხმა ძალიან მკაფიოდ გაიგოს. ჩვენ, პოლიტიკოსები სხვადასხვა ფორმატებში ძალიან აქტიურები ვიქნებით, მაგრამ საზოგადოების აქტიურობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

ამზადებენ საფუძველს, რაც ძალიან უნდა „ქართულ ოცნებას“, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცენ. ახლა ისინი ხელებს იფშვნეტენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ევროპას უარი ათქმევინონ. დაკავებებზეც კი არ ამბობენ უარს. ნიკა გვარამიას უსაფუძვლო დაპატიმრება ამის ნათელი ილუსტრაცია იყო, რომ ამის შემდეგ მათ ევროპის მისამართით კორიანტელი ბრალდებები ისროლონ და თქვან, რომ აი, იმიტომ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, რომ დასავლეთს სურს, ქვეყანა ომში ჩაითრიოს. აი, ეს ნიადაგი მზადდება და დააკვირდით იგივე ტელეკომპანია „იმედს“, „პოსტივის“ ამის გარდა ისინი არაფერს საუბრობენ,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო