გიგა ბოკერია - „ქართული ოცნების“ ეკონომიკური ნაბიჯების გამო, რუსეთის ბაზარზე საექსპორტო დამოკიდებულება მკვეთრად გაიზარდა, სწორედ ამის შედეგებს ვიმკით ახლა

„ქართული ოცნების “ ეკონომიკური ნაბიჯების გამო, რუსეთის ბაზარზე საექსპორტო დამოკიდებულება მკვეთრად გაიზარდა, სწორედ ამის შედეგებს ვიმკით ახლა ჩვენ ყველანი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც საქართველოსნაირი ქვეყანა ხარ, შენი პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული იმაზე, რომ რუსეთის ბაზარზე სერიოზულად არ იყო დამოკიდებული.

„თუკი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ეს დამოკიდებულება მცირდებოდა რუსეთის ბაზარზე, 2012 წლის შემდეგ, ამ მთავრობის წახალისების შედეგად, ჩვენ კვლავ გავხდით დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე. შედეგებს ვიმკით ჩვენ ახლა ყველანი. ივანიშვილი დიდი ხანია ეწევა ამ კამპანიას, რომ რუსეთის ბაზარი არის ხსნა ჩვენთვის, ეს იყო მათი გზავნილი თავიდანვე, რაც იყო დამანგრეველი შეცდომა პოლიტიკურად და ეკონომიკურადაც. რუსეთის ბაზარი უკრაინაში ომამდეც იყო არასტაბილური ბაზარი, პოლიტიკურად მართვადი. შეეძლოთ ნებისმიერ დროს ჩაეკეტათ ბაზარი. ევროპას, სამწუხაროდ, უწევს რაღაც საკითხებში რუსეთთან ვაჭრობა, ახლაც, მაგრამ როდესაც საქართველოსნაირი ქვეყანა ხარ, შენი პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული იმაზე, რომ რუსეთის ბაზარზე სერიოზულად არ იყო დამოკიდებული,“ - განაცხადა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა