ნიკა მელია - ბიძინა ივანიშვილი იქნება თუ არა დასავლეთის მიერ სანქცირებული სუბიექტი, ეს დროის საკითხია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ის არის უმკაცრესი მონიტორინგის ქვეშ

ბიძინა ივანიშვილი იქნება თუ არა დასავლეთის მიერ სანქცირებული სუბიექტი, ეს, რა თქმა უნდა, დროის საკითხია, მაგრამ ფაქტი არის ჯიუტი, ბიძინა ივანიშვილი არის უმკაცრესი მონიტორინგის ქვეშ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველთან პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დრო ნათლად დაგვანახებს, რამდენად მივა ეს პროცესი იმ წერტილამდე, როდესაც „კიდევ ერთი მორიგი რუსული წარმომავლობის ოლიგარქი დასავლური სანქციის ქვეშ იქნება მოყოლილი“.

„სანქციებთან დაკავშირებით საუბარი ყველა ფორმატში მიმდინარეობს და მე ვფიქრობ, არც თუ ისე უშედეგოდ. ბიძინა ივანიშვილი იქნება თუ არა დასავლეთის მიერ სანქცირებული სუბიექტი ან არ იქნება ეს, რა თქმა უნდა, დროის საკითხია, მაგრამ ფაქტი არის ჯიუტი, ბიძინა ივანიშვილი არის უმკაცრესი მონიტორინგის ქვეშ, მისი ეკონომიკური საქმიანობა არის ძალიან დიდი ყურადღების ქვეშ მოქცეული. თუ მას სერიოზული პრობლემები შეექმნა, სხვადასხვა ტრანზაქციასთან დაკავშირებით, კუთვნილებაში არსებული პირადი ქონების გაყიდვა არ გაყიდვასთან მიმართებაში, მე ვფიქრობ ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება. თუ არ ხარ მონიტორინგის ქვეშ, შენ ასეთ შეფერხებებს არ აწყდები დასავლეთის მხრიდან,“ - განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, პარტნიორები ისმენენ იმ პოზიციებს, რაც პარტიების თავმჯდომარეებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აქვთ.

„მე ეჭვი არ მეპარება, რომ კონკრეტული ნაბიჯები, ქმედებები იქნება მათი მხრიდან გადადგმული და განხორციელებული იმისათვის, რომ ქართველი ხალხის ისტორიული ნება აღსრულდეს.

პოლიტიკური პატიმრები არის შედეგი იმ რეჟიმისა, რომელშიც ჩვენ ცხოვრება გვიწევს. პოლიტიკური პატიმრობა არასოდეს არ დასრულდება, იქნება დაკავებები, დაჭერები, გათავისუფლებები, მერე კვლავ დაჭერები, დაკავებები და კვლავ გათავისუფლება, თუ არ შეიცვლება ამ მანკიერი პროცესის მიზეზი. მიზეზი ამ მანკიერების ყველასათვის ცნობილია, მათ შორის აშშ-სთვის, რომელმაც 32 წლის განმავლობაში უზარმაზარი პოლიტიკური ფინანსური ინვესტიცია განახორციელეს ჩვენს სახელმწიფოში იმისათვის, რომ ჩვენ დასავლური სამყაროს სრულფასოვანი წევრი ვყოფილიყავით,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა