ხატია დეკანოიძე - ბაიდენის ადმინისტრაცია და პირადად ბაიდენი საქმის კურსშია და დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენებით

დეტალურად ავუხსენი და თვითონაც იცოდა, რამდენად მძიმე პოლიტიკური და თავისუფალი სიტყვის გამგუდავი საქმე იყო ნიკა გვარამიას დაპატიმრება, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზეც ისაუბრეს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ამერიკის მხრიდან გზავნილები მკაფიოა.

“ბაიდენის ადმინისტრაცია და პირადად ბაიდენი, რა თქმა უნდა, საქმის კურსშია და დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენებით.

პირველი, ეს იყო პოლიტიკური მართლმსაჯულება, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ასევე ნიკა გვარამიას დაპატიმრება. ძალიან დეტალურად ავუხსენით და თვითონაც იცოდა რამდენად მძიმე, პოლიტიკური და თავისუფალი სიტყვის გამგუდავი საქმე იყო ნიკას დაპატიმრება. ვისაუბრეთ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე, რომ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხდება პოლარიზაციის შესუსტება, როდესაც პირიქით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ გამოსავალი არ მოიძებნოს. ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოში, სამწუხაროდ, არა თუ დემოკრატიული ინსტიტუტები ძლიერდება, არამედ პრაქტიკულად, არცერთი ინსტიტუტი აღარ არის, რომელიც არ არის ბიძინა ივანიშვილის გავლენას ქვეშ, გარდა თავისუფალი მედიის და სახალხო დამცველისა. ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიჭირა სამარცხვინო პოზიცია უკრაინასთან მიმართებაში და ეს, პირველ რიგში, გულისხმობდა იმას, რომ სამწუხაროდ, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული კამპანია ღიად ისმის სახელისუფლებო არხებზე.

დეტალებზეც კი ვისაუბრეთ: ეს ეხებოდა პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, ასევე უსაფრთხოების მიმართულებაზე, უკრაინის კონტექსტში და მისი მთავარი გზავნილი იყო შემდეგი, რომ ჩვენი პარტნიორები იქნებიან სულ ჩვენს გვერდით და არავითარ შემთხვევაში, მათთან ერთად, არ დავუშვებთ იმას, რომ საქართველო გადაიხაროს რუსეთის ორბიტისკენ. ძალიან მნიშველოვანი გზავნილები იყო, ერთ-ერთია თავისუფალი მედიის დაცვა, რაზეც აქცენტს გააკეთებს სახელმწიფო დეპარტამენტი. პრეზიდენტი ბაიდენი არის საქმის კურსში საქართველოსთან მიმართებით. განსაკუთრებით, საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველო არ უნდა გახდეს ის ქვეყანა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს რუსეთის მხრიდან სანქციების თავიდან ასარიდებლად. ჩვენი პარტნიორები, ასევე ყურადღებით აკვირდებიან ბიძინა ივანიშვილის კავშირებს, მაგალითად, ევტუშენკოვისნაირ ოლიგარქებთან”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს