ლევან გოგიჩაიშვილი - არ მიყვარს წაქცეულ ადამიანებზე წიხლის მიყოლება, "ნაცმოძრაობის" შექმნილმა მოსამართლეებმა მიიღეს გადაწყვეტილება - ივანიშვილი იაფად გამოვიდა, ნაკლები რესურსი ჩადო მონების აღზრდაში, პირდაპირ იყიდა

არ მიყვარს წაქცეულ ადამიანებზე წიხლის მიყოლება, "ნაციონალური მოძრაობის" შექმნილი სასამართლოა და მათ მიერ შექმნილმა მოსამართლეებმა მიიღეს გადაწყვეტილება - ამ შემთხვევაში იაფად გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი, უფრო ნაკლები რესურსი ჩადო ამ მონების აღზრდაში, პირდაპირ იყიდა და დატოვა - ასე შეაფასა პოლიტიკოსმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავება.

როგორც მან ნიკა გვარამიას საქმეზე საუბრისას განაცხადა, "მონის აღზრდა ძვირი ჯდება".

„არ მიყვარს ამათგან განსხვავებით, წაქცეულ ადამიანებზე წიხლის მიყოლება. მათი შექმნილი სასამართლოა და მათ მიერ შექმნილმა მოსამართლეებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება. „ნაციონალური მოძრაობის“ მოსამართლეები არიან, ერთმანეთში არკვიონ რატომ არიან ასეთი უპრინციპოები. როგორებიც შექმნეს, ისეთები გადმოიბარეს მემკვიდრეობით. მონის გაზრდა ეტყობა მაინც ძვირი ჯდება, განსაკუთრებით, როცა მონა-მოსამართლეს ზრდი. ბარემ დახარჯული ჰქონდათ ამ ხალხს, ადეიშვილებს, კუბლაშვილებს, ამ ჯგუფს, ვინც იუსტიციის წვენში იხარშებოდა. ამ შემთხვევაში იაფად გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი, უფრო ნაკლები რესურსი ჩადო ამ მონების აღზრდაში, პირდაპირ იყიდა და დატოვა“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

პოლიტიკოსმა ასევე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის თაობაზე.

გოგიჩაიშვილის შეფასებით, თავდაპირველი განცხადება, რომ შეხვედრა გაუქმდა, არასასიამოვნო იყო.

როგორც მან აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის გარეთ არა „ქართულ ოცნებას“, არამედ საქართველოს წარმოადგენს.

„არ მგონია, რაღაც კარგი ამბავი ყოფილიყო. ამ შემთხვევაში, ღარიბაშვილი მეც წარმომადგენს და ნამდვილად არ მესიამოვნა პირველი ინფორმაცია, რომ შეხვედრა გადაიდო. ამ შემთხვევაში ღარიბაშვილი არ არის მხოლოდ ღარიბაშვილი, ის ჩვენი წარმომადგენელია. შეიძლება ქვეყნის შიგნით ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ ქვეყნის გარეთ უკვე მას სხვა ფუნქცია აქვს. არ გამიხარდა ეს ამბავი, როგორც გაუხარდა ვიღაც „ნაციონალს“. მართლა ვგულშემატკივრობდი და გამიხარდა, როდესაც ბოლოს შეხვდა, რადგან ის არ არის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იქ, იმ მომენტში, ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია. მოგვწონს, არ მოგვწონს, თუ რამის თავი გვაქვს, მაშინ შიგნით შევცვალოთ, მაგრამ გარეთ საქართველოს წარმოადგენს. რომ შეხვდა, ნიშნავს, რომ არ ვართ სადღაც შემოდებულები“, - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს