ანდრეი რუდენკო ე.წ. სამხრეთ ოსეთის "რეფერენდუმზე" - მხედველობაში მისაღები იქნება გეოპოლიტიკური ვითარება

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ გადაწყვეტილება მოითხოვს ყველა ფაქტორის გათვალისწინებას, მათ შორის, გეოპოლიტიკურ ვითარებას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოდგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა.

მისი თქმით, გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილებას დასჭირდება ორი მხარის მონაწილეობა.

„თავდაპირველად შევხედავთ იმას, თუ როგორ უყრიან კენჭს რეფერენდუმზე სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები და შესაბამისად, დაველოდებით რუსეთის ფედერაციის რეაქციას. აქ მხედველობაში მისაღებია ფაქტების ერთობლიობა, მათ შორის, დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარება, თანადროულობის საკითხი და ამ გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა სწორედ დღეს“, - განაცხადა რუდენკომ რუსეთის დუმაში დღევანდელი გამოსვლისას.

ლავროვის მოადგილის განცხადებით, რუსეთი თვალს მიადევნებს იმას, თუ როგორ მიმდინარეობს „სამხრეთ ოსეთში“ რეფერენდუმისთვის მზადების პროცესი.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა