საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი გახსნა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰუბერტ ქნირშთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი გახსნა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„დღეს, გერმანიის ელჩთან ერთად, გვქონდა შესაძლებლობა, გაგვეხსნა ბოლნისის კულტურის ცენტრი, რომელიც გერმანიის მთავრობასთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ იქნა აღდგენილი. როგორც იცით, ბოლნისი გახლდათ გერმანელების დასახლება და აქ შემორჩენილია ის ტრადიციული არქიტექტურა, რომელიც გერმანულ კულტურას ახასიათებს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ჰუბერტ ქნირშის თქმით, კულტურის ცენტრი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, ბოლნისის კულტურის ცენტრი გავხსენით. კულტურის ცენტრი გერმანული დასახლების - კატერინენფელდის გამგეობის ძველ შენობაში მდებარეობს. შენობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის და „სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის“ თანამშრომლობის შედეგად, გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით განახლდა.

მოხარული ვარ, რომ კულტურის ცენტრი ხელმისაწვდომი იქნება ადგილობრივი საზოგადოებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ეკლესიისთვის, ღონისძიებების ჩასატარებლად. ყველას ვუსურვებ წარმატებას ამ სივრცის გამოყენების კუთხით. იმედი მაქვს, რომ ეს ადგილი ბოლნისის საზოგადოების ნამდვილი ცენტრი გახდება“, - აღნიშნა ელჩმა.

ღონისძიებას დეპუტატები - გიორგი ამილახვარი, სოზარ სუბარი, მიხეილ სარჯველაძე, გოგი მეშველიანი და ხათუნა კვიციანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო