ხატია დეკანოიძე - დასავლეთი არავის აპატიებს რუსეთთან კავშირს და არც ამ ანტიდასავლურ განწყობებს

ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოხდება მაშინ, როდესაც დასავლეთი მას ეჭვმიტანილად ცნობს რუსეთთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

დეკანოიძის შეფასებით, სამყარო ორ ნაწილად გაიყო - დასავლეთი და რუსეთი და „ცივილიზაცია ასეთ გადახვევებს არავის აპატიებს“.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, კვლევების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80% დასავლეთის მომხრეა და ამ არჩევანის წართმევას საქართველოს მოქალაქეები არ შეეგუებიან.

ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოხდება მაშინ, როდესაც დასავლეთი მას ეჭვმიტანილად ცნობს რუსეთთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი ოლიგარქი არის დასანქცირებული, რადგან მათ კავშირები აქვთ რუსეთთან. შესაბამისად, ის, რომ ოლიგარქი ჩამოცილდეს მმართველობას, ეს არის ევროპისკენ მიმავალი გზა. უკრაინასთან მიმართებაში ყველაფერი არის შავი და თეთრი. არ არსებობს რუხი ზონა, სადაც ბიძინა ივანიშვილი მანევრირებას შეძლებს, რადგან სამყარო გაიყო, - აქეთ არის რუსეთი, იქით არის დასავლური სამყარო. ცივილიზაცია ასეთ გადახვევებს არავის აპატიებს.

ყველა კვლევა ამას აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეების 80%-მდე არის დასავლეთის დ ევროპის მომხრე. შესაბამისად, ამ არჩევანის წართმევას საქართველოს მოქალაქეები არ შეეგუებიან. თუ დასავლეთი აქამდე სიფრთხილით ეკიდებოდა, დღეს ყველა ხვდება, რომ პუტინს გააჩნია მხოლოდ ერთი გამოსახულება, რომელიც ვნახეთ ბუჩაში, ირპენში და ა.შ. ამერიკა და დასავლეთი ძალიან დიდ ინვესტიციას დებს უკრაინის გადარჩენაში და რუსეთის დასუსტებაში, არავის აპატიებს რუსეთთან კავშირს, არც ამ ანტიდასავლურ განწყობებს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა