იუსტიციის მინისტრმა მუშაობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სამინისტროს მუშაობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

რატი ბრეგაძემ იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებების გაძლიერებისათვის გატარდა.

„იუსტიციის სამინისტროს განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციიდან ერთი წლის თავზე არაერთი დაპირებაა შესრულებული.

ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“ დაინერგა და 7 რეგიონში წარმატებით მუშაობს. საქართველოს 6 დიდ ქალაქში პრობაციონერთა მომსახურების ელექტრონული სისტემა „PROBBOX“ განთავსდა. მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა ამოქმედდა – საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად, გეგმა-გრაფიკის მიხედვით, მიწების აზომვა და რეგისტრაცია მიმდინარეობს.

გრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები – გაიხსნა 5 ახალი იუსტიციის სახლი და საზოგადოებრივი ცენტრი. მშენებლობები კიდევ 6 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. დამატებით ერთი იუსტიციის სახლი თბილისში, ჰუალინგში ამოქმედდება. ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობა გაიხსნა.

ორენოვანი ჟურნალი „იუსტიცია“ დაფუძნდა და გამოიცა. იუსტიციის სამინისტროსათვის ხელმისაწვდომი გახდა უმსხვილესი ელექტრონული სამართლებრივი ბაზა „ჰეინონლაინი“ („HeinOnline“). თურქეთის, ისრაელის, უნგრეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიის იუსტიციის სამინისტროებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.

სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა ადმინისტრაციულ ერთეულებში – საგურამოში, გამარჯვებაში, მარტყოფში, შუახევში, ადიგენში, ასპინძაში, კაჭრეთში, ქედაში, ხობში, ზესტაფონში, სიღნაღსა და ამბროლაურში. სულ მალე კი, მოქალაქეებს ონლაინ სანოტარო მომსახურების მიღება მობილური აპლიკაციის საშუალებით შეეძლებათ.

მნიშვნელოვანი რეფორმებია პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში – პატიმართა დასაქმების პროგრამები გაძლიერდა. პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტული აქტივობების წახალისება გრძელდება. მოედნები რემონტდება. მიმდინარეობს რეგულარული წვრთნები.

პრობაციის ბიუროები გაიხსნა სიღნაღში, თერჯოლაში, ქუთაისსა და ზესტაფონში. ქუთაისში რეფერირების ცენტრი გაიხსნა. მუნიციპალიტეტებთან შრომამისჯილი პირების დასაქმებისათვის თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.

ანგარიშის პრეზენტაციას მინისტრის მოადგილეები, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, იუსტიციის სამინისტროს სამსახურების ხელმძღვანელები, სისტემის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ზაქარეიშვილი - ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2023
ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა
კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე - მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია