პაატა მანჯგალაძე - კაცური არ არის რომ ვთქვა, ამ სიმართლით იაროს კობახიძემ და წულუკიანმა, რომ კრამონი ანტიევროპელია და გოგა ხაინდრავა პროდასავლური

კობახიძის განცხადებები მოწყვეტილია რეალობას და მინიმუმ სულელურია - კაცური არ არის, რომ ვთქვა, ამ სიმართლით იაროს კობახიძემ და წულუკიანმა, კრამონი რომ ანტიევროპელია და გოგა ხაინდრავა პროდასავლური, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ოპოზიცია ცდილობს საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, ხოლო ვიოლა ფონ კრამონს და ანა ფოტიგას „ანტიევროკავშირი" უწოდა.

მანჯგალაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ და მათი პროპაგანდისტების განცხადებები ანტიდასავლურია და ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველო ბუფერულ, ე.წ. რუხ წარმონაქმნად დარჩეს დასავლეთსა და რუსეთს შორის, რომელსაც რუსეთი საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოიყენებს.

„კობახიძე რომ ეძებს კუდიანებს და საუბრობს შეთქმულებაზე, ეს იმის ბრალია, რომ „ქართულ ოცნებას“ მმართველობის 10 წლისთავზე არ აქვს არც ერთი საკითხი, რითაც შეუძლია ამომრჩეველთან თავი მოიწონოს. საუბრობენ, რომ კონსტიტუციაში ჩაწერეს ნატო- ში და ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა, მაგრამ სინამდვილეში ამის საწინააღმდეგო ანტიდასავლური პროპაგანდა მიმდინარეობს, ამას ემატება განცხადებები, რომ ივანიშვილს დასავლეთი ომს აძალებს. ანტიდასავლური თუ ვინმეა, კობახიძე და რუსეთისგან დაფინანსებული რბილი ძალებია. მათი პროპაგანდისტები ამბობენ, რომ ვერტმფრენში არ უნდა ჩაჯდეს ივანიშვილი და ნახატებს იმის გამო არ აძლევენ, რომ ომის დაწყებას აიძულებენ. იქამდე მივიდნენ, შვეიცარიას, რომელიც ამდენი ხანია ნეიტრალურია, იმას აბრალებენ, რომ ფულს არ აძლევს ივანიშვილს, რომ ომი დაიწყოს, ეს არის სისულელე და პროპაგანდა და ამ დამამშვიდებელი აბების ტვინის გამორეცხვის მექანიზმით აპირებენ ხელისუფლების შენარჩუნებას. როგორ ვთქვა, კაცური არ არის, რომ ვთქვა, ამ სიმართლით იაროს კობახიძემ და მათ შორის, წულუკიანმა, კრამონი რომ ანტიევროპელია და გოგა ხაინდრავა პროდასავლური, გახსოვთ, ალბათ - "ბორენკა, პრივეტ, რადნოი," ესაა მათი პოლიტიკა," - განაცხადა მანჯგალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა