ირაკლი ქადაგიშვილი - როცა კრიტიკა ხელისუფლების დისკრედიტაციას ემსახურება და ოპოზიციის არაჯანსაღი დღის წესრიგის გატარებას, ჩვენც გვაქვს უფლება კრიტიკას ვუპასუხოთ და აქ ანტიდასავლური კამპანიის წაკითხვა არ შეიძლება

როცა კრიტიკა ხელისუფლების დისკრედიტაციას ემსახურება და ოპოზიციის არაჯანსაღი დღის წესრიგის გატარებას, ამ შემთხვებაში, ჩვენც გვაქვს უფლება კრიტიკას კრიტიკით ვუპასუხოთ და აქ არანაირი ანტიდასავლური კამპანიის წაკითხვა არ შეიძლება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ოპოზიცია ცდილობს საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, ხოლო ვიოლა ფონ კრამონს და ანა ფოტიგას „ანტიევროკავშირი" უწოდა.

როგორც მან აღნიშნა, როცა კრიტიკა ჯანსაღია, მას ჯანსაღად იღებენ.

„ნახეთ, ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის ფორმატზე ოპოზიციას რა რეაქცია ჰქონდა. ოპოზიციას მოლოდინის შექმნის სურვილი აქვს, რომ თუ საქართველო არ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება ხელისუფლებაზე დარტყმა და ეს იქნება მათთვის რევოლუციური სცენარის განხორციელების საშუალება. ამ ნარატივით საუბრობენ ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც. ოპოზიცია ყველა საერთაშორისო ფორმატში მუდმივად აცხადებს, რომ უნდა მოხდეს საქართველოს ან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება. ყველანაირად ცდილობენ, რამენაირად საქართველოსა და ქვეყანასთან დაკავშირებული ადამიანების დასანქცირება მოხდეს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მთელი კამპანია აწარმოეს. რაც შეეხება კრიტიკას, შეიძლება, რომელიმე დაპატიმრების გამო კრიტიკა საქართველოს მიმართ გაისმას, მაგრამ ყველა ასეთ კრიტიკოსს მოვუწოდებთ, კონკრეტული საკითხები შეისწავლონ. "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა და ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ ერთი და იმავე ადამიანები საქართველოს ხელისუფლებას მედიის შეზღუდვაში ადანაშაულებდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ კანონმა ზუსტად იმუშავა, ანალოგიური ხდება ახლაც,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო