ნონა მამულაშვილი - რევოლუციების ეპოქა დასრულდა - ბრძოლის ერთ- ერთი მეთოდი იქნება მუშაობა დასავლეთთან, რომ ივანიშვილი და მისი გარემოცვა დასანქცირდეს

რევოლუციების ეპოქა დასრულდა - ბრძოლის ერთ- ერთი მეთოდი იქნება მუშაობა დასავლეთთან, რომ ივანიშვილი და მისი გარემოცვა დასანქცირდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ნონა მამულაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ნიკა მელიას განცხადება, რომ მშვიდობიანად ხელისუფლების ცვლილება ვეღარ წარმოუდგენია, ნიშნავს თუ არა რევოლუციის დაანონსებას.

მამულაშვილის განცხადებით, ხელისუფლების შესაცვლელად რევოლუციის გარდა ბევრი სხვა გზა არსებობს, რომელიც კონსტიტუციას არ არღვევს.

„რევოლუციების ეპოქა დასრულდა, მაგრამ რევოლუციების გარდა არსებობს ბევრი სხვა მეთოდი, რომელიც ცივილიზებულმა სამყარომ გამოიგონა, რომელიც კონსტიტუციას არ არღვევს და აძლევს საქართველოს მოქალაქეებს იმის საშუალებას, რომ ხელისუფლება, რომელიც აღარ ასრულებს მის დავალებას, გადაირჩიოს. ეს არის ქუჩის აქციები, რომელსაც ვერ დავარქმევ რევოლუციას, ეს არის დასავლეთთან თანამშრომლობა და აქცენტირება იმაზე, რომ ოლიგარქმა ჩაიგდო სახელმწიფო ხელში, რომელსაც ქვეყანა ავტორიტარული რეჟიმიდან დიქტატურაზე გადაჰყავს და ბელარუსის მსგავსი რეჟიმი გარდაუვალი იქნება, თუ ეს მდგომარეობა გაგრძელდება, ამიტომ ერთ-ერთი ბრძოლის მეთოდი იქნება მუშაობა დასავლეთთან, რომ ივანიშვილი და მისი გარემოცვა დასანქცირდეს,"- განაცხადა მამულაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბოიკოტის საკითხზე პარლამენტის ოპოზიციაში განსხვავებული აზრი აქვთ, ხოლო ბოიკოტი იქნებოდა ეფექტიანი მხოლოდ მაშინ, თუ პარლამენტს მთლიანად ოპოზიცია დატოვებდა. მისივე განმარტებით, ასეთ შემთხვევაში ბოიკოტს ბრძოლის ერთ- ერთ მეთოდად განიხილავს და არა ერთადერთ მეთოდად.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა