გიგა ბოკერია - როგორც კი ვიღაც კრიტიკოსი ხდება, თუნდაც თავისუფალი სამყაროდან, ხელისუფლება ცდილობს, მისი დემონიზება მოახდინოს

ივანიშვილი და მისი გარემოცვაც პოლიტიკურად სრული არარაობები არიან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიაპალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ერთადერთი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა, რის გამოც ცდილობს, პროპაგანდისტული მეთოდებით საზოგადოება ბურუსში ამყოფოს.

„ხელისუფლებისთვის ყველა კრიტიკოსის დემონიზება აუცილებელია იმისთვის, რომ თავიანთი ნაბიჯები გაამართლოს. თუ დემონიზება არ ხდება, მაშინ გამოდის, რომ ის კრიტიკა, რომელიც ესმით, ლეგიტიმურია. ასეთ რეჟიმებს არ შეუძლიათ, რომ ეს მიიღონ. იმ ძალების ბუნებრივი მოკავშირეები არიან, რომლებიც ფუნდამენტურად ანტიდასავლური არიან ქვეყნის გარეთ, ეს არის პუტინისტური ხელისუფლება და ქვეყნის შიგნით მათთან დაკავშირებული ძალები. მათი საყრდენი ვინ არის იდეოლოგიურად? გარდა არალეგიტიმური მეთოდებისა, როგორიცაა მოსყიდვა, დაშინება, ძალადობა და საარჩევნო მანიპულაციები, ეს არის გაბერილი ბიუროკრატია, ანუ ხალხი, რომელიც მიიბეს. მათ აქვთ განცდა, რომ თუ ეს ხელისუფლება შეიცვლება, შემოსავალს დაკარგავენ. ამ იდეოლოგიურ ხაზში მათი დასაყრდენი არის კრიმინალური სამყარო, პროპუტინისტური ან ანტიდასავლური იდეოლოგიის საეკლესიო წრეები, რაც სამწუხაროდ, ჩვენი ეკლესიის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუ უდიდესი არა, ასევე პირდაპირ შავრაზმული ჯგუფები. ეს ჯგუფები ერთმანეთში გადაჯაჭვულია. მარტო „ალტ ინფოს“ და სხვებს კი არ ვგულისხმობ, ესენი ერთ ამბავში შერწყმული არიან, ბუნებრივი ალიანსია. ამ ალიანსს კვება სჭირდება და თუ ასე არ მოიქცევიან, მხარდაჭერა არ ექნებათ“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, უკვე წლებია ძალიან კრიტიკული განცხადებები ისმის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იმის გამო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის შიგნით შექმნა.

„როგორც კი ვიღაც კრიტიკოსი ხდება, თუნდაც თავისუფალი სამყაროდან, ხელისუფლება ცდილობს, მისი დემონიზება მოახდინოს, რადგან ეს მათი მეთოდია. ოპოზიცია, მედია, სამოქალაქო საზოგადოება, სახალხო დამცველი, მნიშვნელობა არ აქვს, მათთვის ყველა მტერია. ყველას მიმართ იყენებენ „ქუდს“- სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ იმიტომ, რომ ვითარების ასე დახატვა აწყობთ, მერე ეს გარესამყაროზეც გადადის“,- განაცხადა ბოკერიამ.

რაც შეეხება პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველ, დერეკ შოლესთან გუშინ ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეხვედრას და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესების საკითხს, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ თუ დროულად არ ჩამოშორდება ხელისუფლების მართვის სადავეებს, თავად „გაიჩალიჩებს“.

„ჩვენ არ უნდა გვქონდეს გათვლა იმაზე, რომ დაველოდოთ ივანიშვილს სანქციებს როდის დაუწესებენ და ასე მოგვარდება საქმე, ეს კატასტროფამდე მიგვიყვანს. ამ გზაზე, რომელზეც ივანიშვილი დგას, თუ საქართველო დროზე არ გასცემს პასუხს და ძალაუფლებას არ ჩამოაცილებს, თვითონ მივა აქამდე, ბოლოს „გაიჩალიჩებს“, ოღონდ როდის მოხდება ეს, ამის პროგნოზირება არ ვიცი და არც ვაპირებ ამის დალოდებას“,-განაცხადა ბოკერიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს