იაგო ხვიჩია - დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით

მგონი, არ უნდა გაგვიკვირდეს დასავლეთის კრიტიკა მაშინ, როცა მოქმედი ხელისუფლება წინას იჭერს, რადგან ეს არის ისეთი პოლიტიკური გოიმობა, რომელიც ძალიან შესამჩნევია ყველასთვის, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად აზიანებს კრიტიკის საპასუხოდ „ქართული ოცნების" წარმომადგენელთა განცხადებები ევროპელი პარტნიორების მისამართით ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, ხვიჩია აცხადებს, რომ ქვეყნის ინტერესებს ახლა ყველაზე მეტად ის აზიანებს, რომ ქვეყანას „ქართული ოცნება" მართავს.

„დასავლეთში გვეუბნებიან, ნუ იქნებით პოლიტიკურად გოიმები, მოდით აზრზე, თუ აკაკუნებთ ევროპის კარზე, მოიქეცით ევროპელებივით.

ზოგადად ქვეყანას რომ მართავს "ქართული ოცნება", ეს ყველაზე მეტად აზიანებს ამ ქვეყნის ინტერესებს, მით უმეტეს, ასეთ მძიმე დროს სამყაროში, როცა გამოწვევებით აღსავსე პერიოდი გვაქვს და ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ხვიჩია გამოეხმაურა ასევე, კობახიძის ბრალდებას, რომ ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს დასავლეთში იმისთვის, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მოიპოვოს და აღნიშნა, რომ დასავლეთში ვინ ვის რას ელაპარაკება არ იცის, რადგან "ქართულ ოცნებას" ევროსტრუქტურებში და მივლინებებში ის არ დაჰყავთ.

„მოგეხსენებათ, "ქოცებს" არ დავყავარ ევროსტრუქტურებში, მივლინებებში და ა.შ. დაჰყავთ თავიანთი ნაცნობები სხვა ოპოზიციონერები და ალბათ, იმათ უკეთ იციან, ვინ ვის რას ელაპარაკება, მე არ მაქვს ინფორმაცია. აი, რომ წამიყვანენ ერთხელ, მაშინ ყველაფერს მოგიყვებით, მაგრამ ამას არ აკეთებენ.

თუ რამეს საზიანოს და სამტროს ამბობ, არც აქ უნდა თქვა და არც სხვაგან, მაგრამ ის ხალხი რომ დაგყავს მივლინებებში, ვინც აქ ამბობს ამას და მერე გიკვირს, ეგ უფრო გასაკვირია, ჩემი აზრით,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ის ასევე გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული ევროპარლამენტარები „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტები არიან და აღნიშნა, რომ ლობისტები ევროპარლამენტში ჰყავს როგორც "ნაციონალურ მოძრაობას", ისე „ქართულ ოცნებას".

გია ხუხაშვილი - „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.01.2023
ლაჩინის დერეფნის ბლოკადა
კახა ოქრიაშვილი - ვულოცავ „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდა დემოკრატიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას, რის შედეგადაც ეს პარტია უკეთესი და უკეთესი ლიდერებით შეივსება“
TNET-ი და USAID-ი ითანამშრომლებენ ელექტრონული კომერციის განვითარებისთვის საქართველოში
CashBack და Mastercard-ის აქცია ქართული ბრენდებისთვის - 60%-მდე ქეშბექი ონლაინ შოპინგისას
EIB Global-სა და კრედო ბანკს შორის მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად 28.8 მილიონი ლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს