7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომა 20 ივნისს, 13:00 საათზე ჩატარდება.

სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყო კლინიკა "ვივამედიდან" ცნობა, რომლის მიხედვითაც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით პატიმარი სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა. ასევე, სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ შედგენილი ოქმი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ მისი დასწრების გარეშე სხდომა არ ჩატარებულიყო. მას დისტანციურად ჩართვაც შეეთავაზა, თუმცა, ოქმის მიხედვით, ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნულზეც უარი თქვა.

დღევანდელ პროცესზე ასევე, ბრალდებულების - ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის მიმართ დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა