ბექა დავითულიანი - ივანიშვილი არც ოლიგარქია და მითუმეტეს, არც რუსი, ამიტომ პოდოლიაკს ურჩევნია, თავის საქმეს მიხედოს და ზედმეტად ცხვირს ნუ ჰყოფს სხვა ქვეყნის საქმეებში

ბიძინა ივანიშვილი არც ოლიგარქია და მითუმეტეს, არც რუსი, ამიტომ პოდოლიაკს ურჩევნია, თავის საქმეს მიხედოს და ზედმეტად ცხვირს ნუ ჰყოფს სხვა ქვეყნის საქმეებში და იმაში, რაც მას არ ეკითხება, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი ჟურნალისტებთან უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომ ყველა რუსი ოლიგარქი უნდა დასანქცირდეს, მათ შორის, ივანიშვილიც.

მისი შეფასებით, უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება აგრესიული, არამეგობრული და უსამართლოა.

„რუს ოლიგარქებს სანქციებს დაუწესებენ თუ არა, ეს საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს და ვინც ჩათვალა საჭიროდ, უკვე დაუწესა და ალბათ, მომავალშიც დაუწესებს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის არც ოლიგარქია და მითუმეტეს, არც რუსი, ამიტომ პოდოლიაკს ურჩევნია თავის საქმეს მიხედოს და ზედმეტად ცხვირს ნუ ჰყოფს სხვა ქვეყნის საქმეებში, ზედმეტად ცხვირს ნუ ყოფს იმაში, რაც მას არ ეკითხება და მისი საქმე არ არის. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ვუსურვებთ წარმატებას და ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენს ხელთ არსებობს იმისთვის, რომ გაიმარჯვოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა, უკრაინის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან განცხადებები არის ძალიან აგრესიული, არამეგობრული და ძალიან უსამართლო, ამიტომ პოდოლიაკს ურჩევნია, თავის საქმეს მიხედოს. ჩვენ არ დაგვიწყნია მათი ლანძღვა, როცა საქართველოში ძებნილი მიხეილ სააკაშვილი და სხვა არაერთი ძებნილი პირი ჰყავდათ თანამდებობებზე, ახლა კეთილი ინებონ, რამენაირად მოთმინება მოიკრიბონ, მათი მდგომარეობა, ემოციური ფონი და ყველაფერი მესმის, მაგრამ იმაზე მეტს ნუ იღებენ თავის თავზე, ვიდრე ეკუთვნით, არ შეიძლება, მათი საქმე არ არის და მათ არავინ ეკითხება", - განაცხადა დავითულიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო