საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის უფლებამოსილების დაწყების ვადის განსაზღვრის წესი იცვლება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საარჩევნო კოდექსში და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის უფლებამოსილების დაწყების ვადის განსაზღვრის საკითხს შეეხება.

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი შესაბამისი საკრებულოს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული გამოკლებული წევრის ადგილს იკავებს აღნიშნული შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-11 დღიდან.

„ცვლილება შედის ორივე კანონში გამომდინარე იქედან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, ამ შემთხვევაში საკრებულო, ფუნქციონირებდეს უფრო ეფექტურად და სწორედ, საზოგადოების ჩართულობა იყოს ეფექტური“, - განაცხადა კანონპროექტების ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, ცვლილებების მიღების შემდეგ, როგორც მუნიციპალიტეტის მერის, ასევე მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში არჩეული წევრის უფლებამოსილების დაწყების დროის განსაზღვრასთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომა და სტანდარტი იარსებებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს