გია ვოლსკი - განცხადებებით, რომლებიც ხშირად გამოხტომებს ემსგავსება, გაცილებით უფრო ართულებენ მდგომარეობას - არ შეიძლება კრამონმა შენიშვნა გამოთქვას, მოითხოვოს უპირობოდ შესრულება და ქედმოხრილი იყოს მის წინაშე ხელისუფლება

ცალკეული განცხადებებით, რომლებიც ხშირად გამოხტომებს ემსგავსება, გაცილებით უფრო ართულებენ მდგომარეობას - არ შეიძლება ვიოლა ფონ კრამონმა შენიშვნა გამოთქვას, მანვე მოითხოვოს ამის უპირობოდ შესრულება და ქედმოხრილი იყოს მის წინაშე ხელისუფლება ,- ასე ეხმიანება ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი.

მისი თქმით, ვიოლა ფონ კრამონი აკეთებს განცხადებებს, რაც საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულებას უპირისპირდება და "კომპლექსი რომ დაჩაგრულები ვართ და ყველას ქედი უნდა მოვუხაროთ, უნდა მოვიცილოთ".

"ევროპარლამენტარებმა უნდა იცოდნენ, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე მდგომარეობა გაცილებით უფრო რთულია და ასეთი ცალკეული განცხადებებით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში გამოხტომებს ემსგავსება, გაცილებით უფრო ართულებენ მდგომარეობას, ობიექტურობა იკარგება, საზოგადოების განწყობა იკარგება, საზოგადოებაა ამ ქვეყანაში მთავარი და არა პოლიტიკური პარტიები, უსამართლობას როცა ხედავენ (მათ განცხადებებში) მისი გვარი იმ წუთში გაიგივდება ხოლმე ევროკავშირთან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ირაკლი კობახიძე რომ ამბობს, რომ კრიმინალებს აფარებს ხელს (ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა, სენატორი ჯიმ რიში), შეგვიძლია დავდოთ მთელი ტომეულები, თუ რა კრიმინალური დანაშაულებები იყო ჩადენილი. ზოგიერთი ამბობს, რომ სულ წარსულზე ლაპარაკი არ შეიძლება, რასაკვირველია არ შეიძლება, თუკი, ეს მომავალსა და აწმყოზე არ ახდენს გავლენას, ეს თუ არ გაითავისა ქალბატონმა ფონ კრამონმა, მისი განცხადებები იქნება გაღიზიანების ფაქტორი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის და ეს გვანაღვლებს ჩვენ, მათ შორის, ირაკლი კობახიძეს, მეც და ყველა ჩვენს კოლეგას, დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ საზოგადოებაში უნდა იყოს ისეთი, როგორც ამას გვიჩვენებს გამოკითხვები და ეს უნდა იყოს საფუძველი ნებისმიერი ევროპარლამენტარისთვის, რომ საკუთარ თავს კიდევ მეტი მოთხოვნა დაუყენოს ობიექტურობის თვალსაზრისით, მათ შორის", - განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკის განცხადებით, არსებობს საკითხები რაზეც კამათი შეიძლება და შენიშვნებიც გასათვალისწინებელია, თუნდაც სასამართლო სისტემის რეფორმის თვალსაზრისით, თუმცა, არ შეიძლება შენიშვნის მიღება მათგან უპირობოდ მოითხოვონ.

"ერთი რომელიმე თემა დაასახელონ, კონკრეტულად გაითვალისწინონ ის რომ მართლმსაჯულების რეიტინგი საქართველოში გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე უამრავ ქვეყანაში, მათ შორის, ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებთან შედარებით და ამის შემდეგ ილაპარაკონ ფაქტებით. არ შეიძლება ვიოლა ფონ კრამონმა რაიმე შენიშვნა გამოთქვას და მანვე მოითხოვოს, რომ ეს იყოს უპირობოდ შესრულებული და ქედმოხრილი იყოს მის წინაშე ხელისუფლება. არ არის ეს ევროპული სტანდარტი, იქ სხვა დემოკრატიაა და იქ ადამიანებს არ სწყინთ, რომ ერთმანეთის საპირისპირო პოზიციას გამოხატავენ", - განაცხადა ვოლსკიმ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო