კანადამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

კანადამ განაცხადა, რომ რუს ოლიგარქებზე დამატებით სანქციებს აწესებს და აკრძალავს, რუსეთში ან რუსეთიდან ფუფუნების საგნების ექსპორტსა და იმპორტს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი სანქციები შეზღუდვებს 14 პირს, მათ შორის რუს ოლიგარქებს, მათი ოჯახის წევრებსა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს დაუწესებს.

"ამ პირებმა უკრაინაში ვლადიმერ პუტინის უაზრო ომი უშუალოდ დაუშვეს და უკრაინელი ხალხის ტკივილსა და ტანჯვაზე პასუხისმგებელნი არიან", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, როგორც BBC-ი იუწყება, იმპორტის აკრძალვით მიზანში ამოღებული იქნება რუსული საქონელი, მათ შორის, ალკოჰოლური სასმელები, ზღვის პროდუქტები, ბრილიანტები და ა.შ. ხოლო ექსპორტის აკრძალვა კი ეხება ფუფუნების საგნებს, როგორიცაა ფეხსაცმელი, ძვირადღირებული ტანსაცმელი და სამკაულები.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს