პაატა დავითაია - ინალ არძინბას პროვოკაციული განცხადებები ცხადყოფს, რისთვის ამზადებს მას რუსეთი, სახეზეა ჰიბრიდული ომის ნიშნები  საქართველოს წინააღმდეგ

ინალ არძინბას პროვოკაციული განცხადება, თითქოს ქართული მხარე იწვევს აფხაზური სტრუქტურების პროვოცირებას სოციალური ქსელების გამოყენებით, ცხადყოფს, რისთვის ამზადებს რუსეთი ინალ არძინბას. ეს არის რუსეთის ფედერაციის დაგეგმილი პროვოკაცია, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

პაატა დავითაიას განცხადებით, სახეზეა ჰიბრიდული ომის ნიშნები საქართველოს წინააღმდეგ.

„ინალ არძინბას მორიგი აბსურდული განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რისთვის არის მოვლენილი ინალ არძინბა აფხაზეთში. ის უპირისპირდება ე. წ. პრემიერ მინისტრს ალექსანდრე ანქვაბს, რომელიც მას აკრიტიკებს. ინალ არძინბა იყენებს კგბ-ს მეთოდებს, რომ ერთდროულად დაიჭიროს ორი კურდღელი: გამოუცხადოს ომი ე.წ. პრემიერ-მინისტრ ანქვაბს, რათა ის დაადანაშაულოს ქართულ წყაროებთან ურთიერთობაში, თითქოს ანქვაბი უზრუნველყოფს არასამთავრობო ორგანიზციების მუშაობას. ამასთან ერთად ინალ არძინბა ცდილობს ამითი ხაზი გაუსვას აბსურდულ ვერსიას ქართული სპეცსამსახურების მიერ ურთიერთობის დაძაბვასთან დაკავშირებით. ამ ტაქტიკით ინალ არძინბა ქმნის ილუზიას, რომ ვინც მასთან არ არის, არის კავშირში საქართველოსთან.

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთი გააქტიურდა როგორც ცხინვალის, ასევე აფხაზეთის მიმართულებით. ამაზე მეტყველებს რუსეთის საგარეო უწყების განცხადებები, რაც ბოლო დღეებში გაკეთდა ცხინვალში დანიშნულ რეფერენდუმთან დაკავშირებით”,- აცხადებს დავითაია.

დავითაიას თქმით, რუსეთი ცდილობს სწრაფად მოიყვანოს ინალ არძინბა ხელისუფლებაში, რათა მან ხელი მოაწეროს აფხაზეთის ანექსიას.

„ეს არის რეალური საფრთხე ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. სახეზეა ჰიბრიდული ომის ნიშნები საქართველოს წინააღმდეგ. მიდის მზადება შემოდგომისთვის, იმისთვის, რომ მოხდეს ერთის მხრივ ცხინვალის ანექსია და მეორეს მხრივ, მაქსიმალური კონსოლიდაცია აფხაზეთის მიმართულებით სეპარტისტებსა და რუსეთის ფედერაციას შორის.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, გაამახვილოს ყურადღება და გააქტიუროს მუშაობა ამ მიმართულებით. საქმის კურსში ჩააყენოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და დაიწყოს მკვეთრი რეაგირება სეპარტისტების წინააღმდეგ, რაც პირველ რიგში უნდა იყოს ქმედითი სანქციები, რომელიც უნდა შეეხოს უპირველესად, ინალ არძინბას. უკვე სახეზეა რისთვის ამზადებს რუსეთი ინალ არძინბას. ეს არის აფხაზეთის მიერთება რუსეთის ფედერაციასთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია”, - აცხადებს პაატა დავითაია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა