ირაკლი ღარიბაშვილი - მე ვარ საქართველოს პრემიერი, გვარამია იყო კერძო კომპანიის დირექტორი, რომელმაც როგორც ვიცი, მოიპარა ფული, რა შუაშია ახლა, მე რომ მადარებთ, რატომ სარგებლობს პრემიერის ოჯახი სახელმწიფო მანქანებით?

მე ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გვარამია იყო კერძო კომპანიის დირექტორი, რომელმაც მე როგორც ვიცი, მოიპარა ფული, თუ გააკოტრა კომპანია. რა შუაშია, მე რომ მადარებთ ახლა და ჩემ ოჯახს, რატომ სარგებლობს თურმე, პრემიერ-მინისტრის ოჯახი სახელმწიფო მანქანებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის არა სახელმწიფოს, არამედ საკუთარი მანქანით გადაადგილდება.

”სკანდალში გამომიჭირეთ, როგორ შემაშინეთ. მე ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გვარამია იყო კერძო კომპანიის დირექტორი, რომელმაც მე როგორც ვიცი, მოიპარა ფული, თუ გააკოტრა კომპანია. რა შუაშია, მე რომ მადარებთ ახლა და ჩემ ოჯახს, ოჯახის წევრებს, რატომ სარგებლობს თურმე პრემიერ-მინისტრის ოჯახი სახელმწიფო მანქანებით, ამას ეუბნებით ხალხს. ეს არის ტყუილი, ეს ერთი, მე კანონით მეკუთვნის სახელმწიფო მანქანები, ამის მიხუდავად, მე ჩემი მანქანით გადავაადგილდები, ეს ერთი, სხვა თემებზე მე აღარ მსურს საუბარი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მას ჟურნალისტებმა ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზეც დაუსვეს კითხვა, რომლის მიხედვითაც, ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ს საელჩომ ამოაგდო პროგრამიდან, რომლის ფარგლებშიც ის ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე დღეში მიემგზავრებოდა.

პრემიერის განმარტებით, ის გვარამიაზე ვერ ისაუბრებს, ვინაიდან ამისთვის „პროკურატურა და სასამართლო“ არსებობს.

„მე მესმის თქვენი წუხილის, ერთ რამეს გეტყვით, რომ ნამდვილად ვერ შევალ ახლა დეტალებში და ვერ გავაკეთებ კომენტარს გვარამიას შესახებ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, ჩაიდენს დანაშაულს, უნდა იქნეს დასჯილი, ასეთი არის მოწყობა ნებისმიერი თანანამედროვე, სამართლებრივი, ცივილიზებული სახელმწიფოსი. ჩვენ თუ გვინდა ვიყოთ ცივილიზებული, თანამედროვე დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობაა, არც ერთი ადამიანი არ არის კანონზე მაღლა, მაშინ არ უნდა გაგვიჩნდეს კითხვები. მე სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით, მინდა გითხრათ, რომ პროცესი იმდენად გამჭირვალედ წარიმართა, მე ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ გვარამიაზე, ნებისმიერ ადამიანზე, სხვა პატიმრებზეც - ეს არ არის ჩემი საზრუნავი, ამისთვის გვყავს პროკურატურა და სასამართლო, რომელიც ბოლო 8-9 წლის განმავლობაში გახდა ანგარშვალდებული, გამჭვირვალე, აბსოლუტურად ღია, უამრავი რეფორმა განხორციელდა და ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყების მასშტაბით, საერთო სტატისტიკას თუ ავიღეთ, ბევრ ევროპულ ქვეყანსაც ვუსწრებთ წინ ყველა მიმართულებით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა