ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი სურვილია, რომ მიმდინარე სამუშაოები პირადად დავათვალიერო ყველგან, რათა დავრწმუნდე, რომ ყველაფერი რიგზეა და ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად მივაქციოთ ყურადღება

ჩემი სურვილია, რომ მიმდინარე სამუშაოები პირადად მოვინახულო ყველგან რათა დავრწმუნდე, რომ ყველაფერი რიგზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გორში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების ამოცანა და პირდაპირი ვალდებულებაა, რომ მოქალაქეებს მაქსიმალურად მიაქციონ ყურადღება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, გორში „განახლებული რეგიონების" პირველი ფაზის სამუშაოები მიმდინარეობს, რაც შენობების რეაბილიტაციას, ისტორიული ძეგლების აღდგენას და სკვერების და ბაღების განახლებას მოიცავს.

„ჩვენ დღეს დავათვალიერეთ შიდა ქართლის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტი და ამ მუნიციპალიტეტებში მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც ჩვენ, მთავრობა ვახორციელებთ. მოგახსენებთ, რომ ჩვენ ეს პროექტები დავიწყეთ გასულ წელს და ჩემი სურვილი არის, რომ პირადად ჩავიდე, ყველგან დავათვალიერეთ მიმდინარე სამუშაოები, რათა დავრწმუნდე, რომ ყველაფერი რიგზეა და მოსახლეობას, ადგილზე ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად მივაქციოთ ყურადღება. ეს არის ჩვენი ამოცანა და პირდაპირი ვალდებულება. გორში ხედავთ, რომ მიმდინარეობს პირველი ფაზის სამუშაოები, რომელიც „განახლებული რეგიონების" ფარგლებში შენობების რეაბილიტაციას, ისტორიული ძეგლების აღდგენას და სკვერების და ბაღების განახლებას მოიცავს იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქები, რაიონები იყოს მოვლილი, კეთილმოწყობილი და რეალურად შევქმნათ ევროპული ტიპის ცენტრები, რომელიც აუცილებელია. შემდეგი ფაზა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, მომავალ წელს გავაგრძელებთ სხვა ეტაპებს და გვინდა, რომ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდეს. ჯამში, მთლიანად ამ პროექტებზე 46 მლნ ლარი იხარჯება და მთლიანად 400 მლნ ზე მეტი იხარჯება მხოლოდ რეგიონში. ეს მოიცავს როგორც „განახლებულ რეგიონებს", ასევე წყლის პროექტებს, ინფრასტრუქტურას, გზებს და აშ.. ამიტომ, მე მაქსიმალურად დავდივარ რეგიონებში და გავაგრძელებ ამ ვიზიტებს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ერთის მხრივ, მხარდაჭერა გამოვუცხადო და მეორეს მხრივ, თავად გავეცნო მიმდინარე სამუშაოებს",- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო