ირაკლი ღარიბაშვილი ერმაკის განცხადებაზე - ეს არის ბოდვა, ცილისწამება, უპასუხისმგებლობა - სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების გაცხადებული მიზანი იყო, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო

ეს არის მორიგი სრული ბოდვა, ცილისწამება, უპასუხისმგებლობა და ბინძური პროპაგანდაა. ჩვენ არ დავუშვებთ არცერთი სანქცირებული კომპანიის და ინდივიდის ოპერირებას საქართველოში იმისთვის, რომ მათ ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენონ. ეს ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის, ანდრეი ერმაკის მიერ ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველო იმ „შავ სიაში“ მყოფი ქვეყნების რიგებშია, რომლებიც რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლას ხელს უწყობენ.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, უკრაინა გაწბილებულია, რადგან საქართველოში მეორე ფრონტი ვერ მიიღეს.

„მორიგი სრული ბოდვა, ცილისწამება, უპასუხისმგებლობა და ბინძური პროპაგანდაა. სხვა რა შეიძლება ითქვას? ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ სრულ კოორდინაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ არ დავუშვებთ არცერთი სანქცირებული კომპანიის და ინდივიდის ოპერირებას საქართველოში იმისთვის, რომ მათ ჩვენი ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენონ. ეს ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვცვლით ინფორმაციას პარტნიორებთან და ამაზე კითხვები არ უნდა არსებობდეს. მით უმეტეს, როდესაც არცერთი მტკიცებულება, არცერთი ფაქტი არ წარმოუდგენია უკრაინულ მხარეს. ეს რაზე მიუთითებს?- მესმის, რომ გაწბილებულები არიან, რომ ვერ მიიღეს მეორე ფრონტი და ვერც მიიღებენ, რადგან ჩვენ ჯერ ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე ვფიქრობთ. ყველაზე დიდი ტრაგედიაა, რომ პოლიტიკოსები არა საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე, არამედ, სხვის ინტერესებზე ფიქრობენ. ჩვენ უკრაინულ მხარეს მოვთხოვეთ მტკიცებულებების წარმოდგენა. თუმცა, მივიღეთ ჩვენი წყაროებით ინფორმაცია, რომ ეს იყო პოლიტიკური განცხადება, რომელსაც არავითარი საერთო სიმართლესთან არ ჰქონდა. ეს კატეგორიულად მიუღებელია. მე კიდევ ერთხელ მინდა სოლიდარობა გამოვხატო უკრაინის მიმართ, საქართველომ აქაც აჩვენა ყველაზე ძლიერი ხასიათი და 190 ერს შორის ყველაზე მეტი ტვირთი გავაგზავნეთ უკრაინაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინა ვერ მიიღებს ვერასოდეს მეორე ფრონტს საქართველოში, რადგან ხელისუფლებაში ამას არ დაუშვებს.

„სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების გაცხადებული მიზანი იყო, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო საქართველოში. ეს თქვა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა საჯაროდ. ასევე, ბატონი არესტოვიჩი გამოვიდა და თქვა, რომ სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, წავიდოდა ომზე რუსეთთან და ქვეყანას შესწირავდა მათ ამ სურვილს და მიზანს. რა თქმა უნდა, ეს ვერ მიიღეს და ვერ მიღებენ ვერასოდეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და ჩვენა მას არ დავუშვებთ. ჩვენმა ხალხმა ყველაზე მეტად იცის ომის ფასი. ჩვენ სამჯერ ვიომეთ უკვე 30 წლის განმავლობაში და ათასი უბედურება დაემართა ქვეყანას, ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები, რუსის ჯარი დგას ჩვენ ტერიტორიაზე. ეს ყველაფერი არის ის რეალობა, რომელიც შექმნილია სააკაშვილის ხელისუფლების დროს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ე.წ. მეორად სანქციებთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველო იმ „შავ სიაში“ მყოფი ქვეყნების რიგებშია, რომლებიც რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლას ხელს უწყობენ. ერმაკს კითხვა დაუსვეს, ითხოვს თუ არა უკრაინა სანქციების დაწესებას მათთვის, ვინც რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარება.

მისი თქმით, საქართველოში ზოგიერთი გავლენიანი ბიზნესმენი "გაზპრომის” აქციონერია და სწორედ ისინი არიან რუსეთის მიერ სანქციების თავის არიდებაში ჩართული. ამასთან, ერმაკი ამბობს, რომ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილობენ და ყველაფერი უნდა იყოს დადასტურებული.

თენგიზ ფხალაძე - დღეს თამაშის დრო ნამდვილად არ არის, 12-ვე ვალდებულება უნდა შესრულდეს და არა შესრულების ილუზია შეიქმნას, კანდიდატობის ვერ მიღება მხოლოდ ჩვენს თავს უნდა დავაბრალოთ და სხვას არავის
ქეთევან ჩაჩავა - აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად წლის ბოლომდე „მეორე შანსი“ გამოიყენოს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2022
უკრაინის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი - დრო ჩვენთვის სიცოცხლით იზომება, ჩვენ არც თუ ისე ტოლერანტულები ვართ ლოდინისადმი - ამ დროში ვკარგავთ ქვეყანას, რომელსაც რუსეთი წამებით კლავს
მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი
Hotsale.ge-ის სპონსორობით საქართველოში პირველი ფინანსური ბიზნეს ფორუმი გაიმართა
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მდებარე, საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე სასტუმრო „თბილისი მარიოტი“ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტით - „პარკ გრილ“ რესტორნით შემოდის
ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა