პრემიერის განცხადებით, წყალტუბოში ტენდერზე გავა ყველა ის სასტუმრო, რომელიც წინა მთავრობის დროს „გაპარტახებული იყო“

წყალტუბოში, თვის ბოლოს ტენდერზე გამოგვაქვს ყველა ის სასტუმრო, რომელიც წინა მთავრობის დროს იყო გაპარტახებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, წყალტუბოში დაწყებულია ძალიან ბევრი პროექტი.

„მინდა გითხრათ, რომ ჩვენ თვის ბოლოს ვასრულებთ, ტენდერზე გამოგვაქვს ყველა ის სასტუმრო, რომელიც მანამდე წინა მთავრობის დროს გაპარტახებული იყო. მოგეხსენებათ, რომ ჩემი გადაწყვეტილებით წყალი დეკემბერში დავიბრუნეთ. წყალტუბოს წყალი იყო მთავარი შემაფერხებელი ბარიერი, რის გამოც ინვესტორები არ შემოდიოდნენ. მთავარი ღირებულება, სიმდიდრე წყალტუბოსი იყო წყალი, რომელიც იყო კერძო კომპანიის მფლობელობაში. ეს დავიბრუნეთ, 8 მლნ დოლარი გადავიხადეთ, რომელიც რეალურად უფრო მეტი ღირდა, 17 თუ 16 მლნ დოლარი. ახლა უკვე ძალიან მარტივად შემოვლენ ინვესტორები, ინტერესთა გამოხატვა უკვე გამოცხადებულია, აუცილებლად გამოვიტანთ სასტუმროებსაც და ძალიან მალე დაიწყება ეს მშენებლობები. ეს არის ჩვენი გეგმა“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო