პრემიერი - ეკონომიკის სამინისტრომ ბაკურიანის გათოვლიანების ტენდერი იმ კომპანიას დაუკვეთა, რომელმაც  ყველა ჩემპიონატი ჩაატარა - გავრცელებული დეზინფორმაციის უკან დგას მამუკა ხაზარაძის კომპანია და მისი ჯგუფი

ეკონომიკის სამინისტრომ ბაკურიანის გათოვლიანების ტენდერი იმ კომპანიას დაუკვეთა, რომელმაც მსოფლიო ყველა ჩემპიონატი, ოლიმპიადა ჩაატარა და რომელმაც დადგენილი კრიტერიუმები სრულად დააკმაყოფილა, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნულმა კომპანიამ ტენდერში კორუფციული გარიგების გზით გაიმარჯვა და ამ დეზინფორმაციის უკან მამუკა ხაზარაძის კომპანია დგას.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფო დადგენილი წესების და კანონების მიხედვით მოქმედებს და თუ კომპანია დადგენილ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, არ აქვს მნიშვნელობა მის უკან ხაზარაძე დგას თუ ვინმე სხვა.

„როგორც სხვა შემთხვევაში, ახლაც, ამ დეზინფორმაციის უკან დგას ხაზარაძის კომპანია და მისი ჯგუფი. თუ გაინტერესებთ, თქვენ, „ტვ პირველი" ფინანსდებით ნაწილობრივ კეზერაშვილისგან, ნაწილობრივ სააკაშვილისგან, ნაწილობრივ ხაზარაძისგან და გასაგებია თქვენი მოტივაცია. გამოვითხოვე ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროსგან, მივიღე გადაწყვეტილება და სამინისტრომ ყველაზე მაგარ, ნომერ პირველ კომპანიას დაუკვეთა. მით უმეტეს, იქ გარკვეული კრიტერიუმები იყო განსაზღვრული. ეს კრიტერიუმები სრულად დააკმაყოფილა, აი, ამ ნომერ პირველმა კომპანიამ, რომელმაც მსოფლიო ყველა ჩემპიონატი, ოლიმპიადა ჩაატარა, მათ შორის ბოლოს შარშან ჩინეთში. სამწუხაროდ, დადგენილ კრიტერიუმებს თუ ვერ აკმაყოფილებს რომელიმე კომპანია, მნიშვნელობა არ აქვს, ხაზარაძე უდგას, მალხაზი თუ ვინმე სხვა, ჩვენ, სახელმწიფო ვიმოქმედებთ წესების და კანონების მიხედვით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით დეტალურ განმარტებას ეკონომიკის სამინისტრო გაავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა