საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული მამაკაცის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებული მეუღლის - როინ მებონიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

ცნობისთვის, 21 მაისს, გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როინ მებონიამ მეუღლეს სოფი კვარაცხელიას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა.

როინ მებონიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა