იაგო ხვიჩია - ღარიბაშვილის განცხადება სხვის ბოსტანში კენჭების სროლის კლასიკური შემთხვევაა - შენ რომ არ დაგბრალდეს რაღაც, სხვას უნდა აბრალებდე დამაჯერებლად, ამასთან გვაქვს საქმე

ღარიბაშვილის განცხადება სხვის ბოსტანში კენჭების სროლის კლასიკური შემთხვევაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რითაც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებს სთხოვს, საქართველოზე პოზიტიური გადაწყვეტილება არ იქნეს მიღებული.

მისივე თქმით, ქართულმა ოცნებამ იცის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები არ არის საკმარისი და ახლა ამის სხვაზე გადაბრალებას ცდილობენ.

„შენ რომ არ დაგბრალდეს რაღაც, სერიოზული სახით სხვას უნდა აბრალებდე დამაჯერებლად, ამასთან გვაქვს საქმე. „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ მისი ნაბიჯები არ არის საკმარისი იმ მიზნის მისაღწევად, რაც ჩვენ გვინდა და შეიძლება ეს ყველაფერი არ დამთავრდეს წარმატებით, ამიტომ საჭიროა წინასწარ ნიადაგის შემზადება, რომ მერე ხალხმაც და თვითონაც თამამად დააბრალოს ეს ამბავი სხვას. არ ვიცი, რამდენად მოისმინა კრიტიკა ბრიუსელში კონკრეტულად, თუმცა ხელისუფლებაზე კრიტიკულ შენიშვნებს ყველგან მოისმენ, ბრიუსელშიც, თბილისშიც და მესიჯადაც გამოგზავნიან, თუ მაინც და მაინც ვინმემ მოინდომა,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისათვის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას ბრიუსელში ცნობილმა ლიდერებმა უთხრეს, რომ ოპოზიცია მათ თხოვს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილება არ იქნეს მიღებული. " მითხრეს, რა ხდება, რა უბედურება გჭირთ, რომ ჩამოდიან თქვენი ოპოზიციის წარმომადგენლები და გვეუბნებიან, იქნებ რამენაირად არ იქნას პოზიტიური გადაწყვეტილება მიღებული საქართველოსთან მიმართებაში. ასეთი მავნებლობა, ასეთი მტრობა ჩვენი ქვეყნის, უბრალოდ დანაშაულია. ამას აკეთებენ დესტრუქციული, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა