გიგი უგულავა - ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ არჩევანი არის სარატოვი და არა ბრიუსელი, ეს ღიად ჩანს და იციან ჩვენმა პარტნიორებმაც

ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების“ არჩევანი არის სარატოვი და არა ბრიუსელი. ეს ღიად ჩანს და ეს იციან ჩვენმა პარტნიორებმაც, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

უგულავამ ასევე მმართველ გუნდს მოსთხოვა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის წევრობისთვის შევსებული კითხვარი გაასაჯაროონ.

„კობახიძე არის მატყუარა, ღარიბაშვილი არის კიდევ უფრო დიდი ნაძირალა. ღარიბაშვილს რა უნდა ევროკავშირში? ღარიბაშვილს ძალის ძალად ხალხმა შეავსებინა ეს კითხვარი და განაცხადი გააკეთებინა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის და თავისუფლების სტანდარტები არის ფეხქვეშ გათელილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე არის ავტორიტარული სახელმწიფო, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს [„ქართული ოცნება“] არის ერთგვარი პანდემია და შავი ჭირი, რომელიც ჩვენმა ერმა უნდა გადალახოს. 30-წლიან პერსპექტივაში საქართველო იმსახურებს კანდიდატობას, რადგან საქართველომ დაამტკიცა, რომ ის არის ევროპული ქვეყანა. ქართველმა ერმა დაამტკიცა, რომ ის არის ევროპული ერი, შესაბამისად, მიუხედავად ამ თავს მოხვეული შავი ჭირისა, რომელიც ყველანაირად ცდილობს, რომ აღმოვჩნდეთ პუტინის ჭაობში და „ქართული ოცნება“ დღეს არის ყველაზე დიდი შემაფერხებელი ფაქტორი, ჩვენ ვთხოვთ პარტნიორებს, რომ შეხედონ ამას, როგორც დროებით გასაჭირს და ფართოდ დიდ ისტორიულ პერსპექტივაში საქართველოს არ დაუკეტონ ეს გზა“, - განაცხადა უგულავამ.

მისი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობისთვის განკუთვნილი კითხვარი „პარტიზანულად“ შეავსო.

„გაასაჯაროონ კითხვარი, ეს არ არის საიდუმლო დოკუმენტი და არ შეიძლება იყოს საიდუმლო. ეს ვერ იქნება საიდუმლო, ამიტომ, ბატონო ირაკლი, გაასაჯაროვეთ კითხვარი. ის უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებს. მისი შესწავლის, კითხვის, ჩაღრმავების შესაძლებლობა. ნებისმიერ ადგილას, სადაც შევთანხმდებით, მოდით და ვიდებატოთ ამ კონკრეტულ საკითხებზე. კითხვარს მივყვეთ და მისი მიხედვით მოვაწყოთ საჯარო დებატი. საზოგადოება აბსოლუტურად კარგად დაინახავს, რომ თქვენ ხართ ის ჰერპესი ორგანიზმზე, რომელიც არ აძლევს ამ ქვეყანას განვითარების შესაძლებლობას. თქვენ ჩაჩხერილი ხართ ჩვენსა და ევროკავშირს შორის, ამიტომ პირველი, რაც გასატანია ამ ქვეყნიდან არის სწორედ „ქართული ოცნება“. მიტაცებულ სახელმწიფოს არავინ არსად მიიღებს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა